moxalise

კონკურსის, „საქართველოს მოხალისის," შერჩევა მიმდინარეობს

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას, - „საქართველოს მოხალისეს," რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე, უანგარი შრომის პოპულარიზაცია.

  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ა/წ-ის  6 ივნისიდან - 3 ივლისის ჩათვლით, 16-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის, მოხალისეების შერჩევის მიზნით (მუნიციპალიტეტში შეირჩევა 2 მოხალისე).  დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ვებგვერდს, შემდეგ მისამართზე  jouth.indgo.ge

მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა

და ტურიზმის განვითარების სამსახური