ილია სულამანიძე ევროპის თასის მფლობელია

30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით რუსეთში, ქალაქ ტულაში, გამართულ ევროპის თასის პირველობაზე, კადეტთა შორის, ძიუდოში, ტყიბულელი ილია სულამანიძე, 90 კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მფლობელი გახდა.   აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში, საქართელო გუნდური II ადგილით, ილია სულამანიძის ოქროსთან ერთად, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა სამშობლოში.

ტყიბულელი სპორტსმენი სამგზის საქართველოს ჩემპიონია, პირველად ეს ტიტული 2012 წელს 11 წლის ასაკში მიიღო. მეორედ _ 2016 წელს, ხოლო მესამედ _ 2017 წელს ახალციხეში გამართულ საქართველოს პირველობაზე, ქართულ ჭიდაობაში. ილია 5 წლიდან ვარჯიშობს და მის პროფესიულ დაოსტატებაზე ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდა მწვრთნელი, _ გიგა სოფრომაძე, ზრუნავს. პერსპექტიულ ძიუდოისტს ახასიათებენ, როგორც შრომისმოყვარე, ენერგიულ, მობილიზებულ, მიზანდასახულ, მეგობრულ, მშვიდ და კომუნიკაბელურ მოზარდს.

2016 წელს იგი საქართველოს უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრების წევრი გახდა. არის არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი. 2017 წელს ევროპის თასის გათამაშებაზე პოლონეთში, ჭაბუკთა შორის, 81 კგ წონაში, მან III საპრიზო ადგილი დაიკავა.

ილია სულამანიძე, ქვეყნის ნაკრებთან ერთად, მიმდინარე წლის მაისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

 

ნათია მურუსიძე

 

12 thoughts on “ილია სულამანიძე ევროპის თასის მფლობელია

  1. Уведомление: flagyl doses
  2. Уведомление: cephalexin chewable
  3. Уведомление: ciprofloxacin injectable
  4. Уведомление: zithromax g6pd
  5. Уведомление: tamoxifen and celebrex
  6. Уведомление: 1investment
  7. Уведомление: 1all-round
  8. Уведомление: sildenafil
  9. Уведомление: viagra
  10. Уведомление: sildenafil citrate
  11. Уведомление: revatio
  12. Уведомление: viagra generic

კომენტარები გამორთულია