საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ტყიბულელი წარმატებული სპორტსმენი, ილია სულამანიძე, ევროპის ჩემპიონატზე, 90 კგ წონით კატეგორიაში, მესამე საპრიზო ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ევროპირველობა 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიმდინარეობდა.
ილიამ სამედლო შეხვედრაში, ბრინჯაოს ფინალში, ვაზარით აჯობა ჰოლანდიელ ჰერენს და პირველ კარიერულ ევროპულ მედალს დაეუფლა.
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი, მათგან, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში (ვაჟებს შორის) მეხუთე ადგილი დაიკავა.
ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, სახელით, ილია სულამანიძეს სახელობითი სტიპენდია დაენიშნა.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა”
კომენტარები გამორთულია