ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კუბლაშვილმა, სოფელ ცუცხვათის მაჟორიტარ დეპუტატთან, გრიგოლ ჩიხლაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ორპირი-ცუცხვათის მღვიმის მიმართულებით ახლადდასრულებული, მაღალი ხარისხის, ბეტონისსაფარიანი არმირებული, გზა ადგილზე დაათვალიერეს.
ისინი ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში განხორცილებულ სამუშაოებს დეტალურად გაეცვნენ. 10 კმ. და 400მ. სიგრძის, 6მ. სიგანისა და 22სმ. სისქის ბეტონის გზის მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთითა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ყაზახდორსტროიმ" შეასრულა.
აღნიშნული ხელმძღვანელი პირები, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, გზის მონახულების შემდეგ, მოსახლეობას ცუცხვათის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრნენ. მათგან სოფლად არსებული პრობლემები მოისმინეს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ აღმოფხვრასა და მოგვარებას დაჰპირდნენ.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია