დამკვიდრებული ტრადიიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ და მერის მოადგილემ , სოფიო ბოჭორიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2018 წლის დამდეგს, იმ ადამიანებს, რომლებიც ახალი წლის შემობრძანებისას თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და ღამის 12 საათს ოჯახების ნაცვლად სამსახურებში ხვდებიან, შობა-ახალი წელი მიულოცეს. მათ სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით სიმბოლური საახალწლო ძღვენი გადასცეს, სხვადასხვა საკითხებზე გაესაუბრნენ და შემდგომში წარმატებები უსურვეს მათ.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ღამის მორიგეებს ახალი წელი მიულოცეს”
კომენტარები გამორთულია