ტემური

თემურ ჩუბინიძე: ,,-ტყიბული იმსახურებს , რომ იყოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი"...

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ტყიბული- თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის კანდიდატი , თემურ ჩუბინიძე,  მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს წარუდგინა.    მან აქცენტები თემურ ჩუბინიძის გამოცდილებაზე, პროფესიონალიზმსა და პიროვნულ ღირსებებზე გააკეთა და აღნიშნა:  "- მინდა, წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების კანდიდატი, რომელთანაც ჩემი თანამშრომლობა, როგორც დეპუტატისა,  ვფიქრობ, სარგებლიანი იქნება. მან უნდა შექმნას კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანებისაგან შემდგარი გუნდი, აქ მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობაც... მეც გვერდით დავუდგები მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოს ჩვენი მოსახლეობა..."

მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ, შეკრებილი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის წინაშე მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს მის მიმართ გამოცხადებული ნდობისათვის და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტულ სფეროებსა და მიმართულებებზე ისაუბრა.

მარი ბაბუხადია