gamarjveba

თემურ ჩუბინიძემ ხმების 61%-ით გაიმარჯვა

N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 37 უბნის მიხედვით, გამარჯვება,  ხმების 61%-ით (6554 ხმა),"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ მოიპოვა. ლევან დოხნაძემ -  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"- 25% (2661 ხმა),  რუსლან ჯულაყიძე - "ბაქრაძე,უგულავა - ევროპული საქართველოდან" - 10%(1093 ხმა), გოდერძი ცნობილაძემ კი, - "დავით  თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" - 4%(483 ხმა) -  მიიღეს.

პროპორციული წესის შედეგით, 9 საარჩევნო სუბიექტს შორის, 50%-ითა  და 5360 ხმით  "ქართული ოცნება"  ლიდერობს. საკრებულოში მოსახვედრად 4%-იანი  ზღვარი ასევე , "ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ" 24% -ითა და 2554 ხმით ,  "ბაქრაძე,უგულავა - ევროპული საქართველოდან" 12%-ითა და 1256 ხმით, "დავით  თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა"  6%-ითა და 693 ხმით, ხოლო  " დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველომ" 5%-ითა და 512 ხმით გადალახეს.

ქალაქის, თემებისა და სოფლების 12 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან გამარჯვებული სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები არიან, გარდა ორპირის  თემისა, სადაც ხმათა უმრავლესობა ნაციონალი მოძრაობის კანდიდატმა მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ზუსტ მონაცემებს N 57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია, კანონოს მიხედვით, 11 დღის ვადაში  გამოაქვეყნებს.

მარი ბაბუხადია