თათბირი

თემურ ჩუბინიძემ თანამდებობის პირებს მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სამსახურების უფროსებთან და ა.(ა).ი.პ.-ების დირექტორებთან გაფართოებული მუშა- თათბირი გამართა.

9 სამსახურის უფროსმა და 15  ა.(ა).ი.პ.-ის დირექტორმა სათითაოდ ისაუბრეს მათ უწყებაში არსებულ ვითარებაზე. მოსმენილი მოხსენებებიდან მერმა ყველა ხელმძღვანელ პირს მითითება მისცა და უფრო ნაყოფიერი და ეფექტური ქმედებებისაკენ მოუწოდა მათ.

,,- კომუნალურმა გაერთიანებამ ყველა ღონე იხმაროს, რათა ზამთარს მომზადებული შევხვედეთ. არამარტო ცენტრალური ქუჩები, არამედ გარეუბნებიც უნდა იყოს დასუფთავებული. მოსაწესრიგებელია  განათების სისტემაც. საფინანსო სამსახურმა კონტროლი გააძლიეროს ბიუჯეტის შემოსავლებზე. ხარჯი ბევრია და შემოსულობები ნაკლები. როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან ამაზე უნდა ვიზრუნოთ"... - აღნიშნა თემურ ჩუბინიძემ.

თათბირზე,  მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ყურადღება გაამახვილა 14 დეკემბერს დაგეგმილი ხრესილობის დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნაზე.

ნანა რაზმაძე