111

თათბირი მერიაში

ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა.

მას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ასევე,  მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა თათბირის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას.

სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სფეროების მიხედვით წარმოადგინეს ინფორმაციები შესრულებული სამუშაოებისა და ასევე დაგეგმილი პროექტების, ღონისძიებებისა და აქტივობების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მერმა თავისი შეხედულებები, მოსაზრებები და მითითებები გამოთქვა.

მარი ბაბუხადია