kontraqti2

თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს საკონტრაქტო სამსახურში იწვევს

  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის წევრები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, ადგილობრივ ხელმძღვანელობას, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანი მოსახლეობის ინფორმირება და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პროპაგანდაა, რომლის გავლაც 18-დან  35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, მათ შორის, ქალბატონებსაც შეუძლიათ.

  სტუმრებმა ქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობაში საინფორმაციო მასალა - ფლაიერები და გაზეთები გაავრცელეს.

ნათია მურუსიძე