1

ვოკალისტთა კონცერტი ხელოვნების სკოლაში

   ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა. მასში ჩართული იყო ვოკალური განყოფილების პედაგოგების - ლოლიტა კორძაძისა და მაკა სოფრომაძის ყველა მოსწავლე.

    საათნახევრიანი პროგრამა 25-მდე საესტრადო ნომერს მოიცავდა. შემსრულებლებმა მსმენელთ ქართველი კომპოზიტორების კარგად ნაცნობი, ყველასათვის საყვარელი სიმღერები წარმოუდგინეს. საგანგებოდ მორთულ საკონცერტო დარბაზში მათ საახალწლო, ზამთრისა და საშობაო თემებზე შექმნილი ნიმუშებით წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს აუდიტორიას. ღონისძიებაში, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგს, ნინო აბესაძეს მიჰყავდა, მონაწილეობდნენ, როგორც სოლო შემსრულებლები, ისე დუეტები, კვარტეტები, პატარებისა თუ მოზარდთა ვოკალური ჯგუფები. რამდენიმე სიმღერა მევიოლინეთა ანსამბლის (პედაგოგი ლოლიტა კორძაძე) თანხლებით გაჟღერდა, რამაც კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შესძინა საღამოს. სცენაზე არაერთი შემსრულებლის დებიუტიც შედგა. ვოკალისტებს აკომპანირებას უწევდნენ პედაგოგები - მაკა ლომთაძე და მაკა სოფრომაძე.

    კონცერტის დასასრულს ბავშვები თოვლის ბაბუამაც გაახარა, რომელმაც ისინი საახალწლო ტკბილეულით სასცენო ეფექტის ფონზე დაასაჩუქრა და გაამხიარულა.

     ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის ობიექტების გაერთიენების დირექციის წარმომადგენლები, ხელოვნების სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეთა მშობლები და სხვა.

მარი ბაბუხადია

IMG_5101+ IMG_5111+ IMG_5114+ IMG_5143+ IMG_5164+ IMG_5180+ IMG_5189+ IMG_5200+ IMG_5207+ IMG_5220+ IMG_5241+ IMG_5252+ IMG_5255+