ვის აირჩევს ტყიბული მერად?

21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის  მოსახლეობას კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის ჩააბაროს მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები, ვის ანდოს საკუთარი ქალაქის, თემისა თუ  სოფლის ბედი, რომელ პოლიტიკურ გუნდს მიანიჭოს უფლება, იზრუნოს ადამიანთა საჭიროებებზე, მათთვის უკეთესი და ღირსეული პირობების შექმნაზე.

ტყიბულის N57-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 4 კანდიდატია დარეგისტრირებული. სხვადასხვა წლებში  თემურ ჩუბინიძე ("ქართული ოცნებიდან" ) და ლევან დოხნაძე ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან") ტყიბულის გამგებლის პოსტებს იკავებდნენ და ისინი  თავიანთი საქმიანობით  მოსახლეობისათვის საკმაოდ ცნობილ სახეებს წარმოადგენენ.  გოდერძი ცნობილაძე  ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარეა, იგი ამჟამად  „დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი –საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან “ იყრის კენჭს, გასულ წლებში კი  სოფელ სოჩხეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი  იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. რაც შეეხება რუსლან ჯულაყიძეს, წელს  იგი პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას,"ახალბედა "  პოლიტიკოსია და ბლოკ "ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველოს" რჩეული გახლავთ. თითოეულ მათგანს საკუთარი პოლიტიკური პროგრამა, გეგმა და შეხედულება გააჩნია  მუნიციპალიტეტში არსებულ პრობელემათა მოგვარებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაშია შესული. სულ 12 დღე რჩება თვითმმართველობის არჩევნების თარიღამდე. ვის აირჩევს მოსახლეობა ტყიბულის მერად და  ვის გამოუცხადებას ნდობას? -   მხოლოდ ამომრჩევლის გადწყვეტილებაზეა დამოკიდებული...

ნანა რაზმაძე

4 thoughts on “ვის აირჩევს ტყიბული მერად?

  1. Уведомление: sildenafil
  2. Уведомление: viagra
  3. Уведомление: sildenafil citrate
  4. Уведомление: revatio

კომენტარები გამორთულია