„ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა ტყიბულში

  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის, „ექვთიმე ღვთისკაცის,“ საპრემიერო ჩვენება შედგა.

  ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, ხოლო მთავარ როლებს რეზო ჩხიკვიშვილი და ანა წერეთელი ასრულებენ. როგორც მისი ავტორები უწოდებენ, ეს არის სახალხო კინო, რომლის შექმნაშიც 7 ათას შემომწირველსა და რამდენიმე პატრიოტ კომპანიას მიუძღვის წვლილი. ტყიბული რიგით 44-ე ქალაქია, სადაც ფილმი მაყურებელს წარუდგინეს.

  „ექვთიმე ღვთისკაცის“ შემოქმედებითი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ეს არის ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს და ასეთი ეროვნული გმირების შესახებ მეტი კინემატოგრაფიული პროდუქტი უნდა შეიქმნას.

ნათია მურუსიძე

 

კომენტარები გამორთულია