215_0599_01.MP4.Still213

ელდინო საღარაძე სტუმრად მოსწავლეთა სასახლეში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ, უკვე მეორედ,  სტუმრადმყოფ, სცენიდან კითხვის დიდოსტატს, ელდინო საღარაძეს, უმასპინძლა.

პოეზიით გაჯერებული შემოქმედებითი ღონიძიება, მოსწავლეთა ჩართულობით, ლიტერატურულ სალონში გაიმართა. მას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, სასახლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

მაყურებელთა შორის საპატიო სტუმრებად იმყოფებოდნენ ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი, ელგუჯა ბურდული და მისი მეუღლე, პედაგოგი ინეზა აბესაძე.

ქალბატონმა ელდინომ საკუთარი შემოქმედების ნიმუშები დიდი ოსტატობითა და მოზღვავებული გრძნობებით წარმოუდგინა მსმენელს.

 მარი ბაბუხადია