„ეკო ჰაბი" ტყიბულში

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის „CENN -ის" ინიციატივით ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ეკო ჰაბის" პრეზენტაცია შედგა, რომელიც იქნება სამუშაო სივრცე გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა და ცოდნის გაზიარებისათვის, რომლის მიზანიცაა ეკოლოგიის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და ადამიანის კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.   „ეკო ჰაბის" დაარსების პარტნიორები ტყიბულის „საქნახშირის" ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. სამუშაო ოთახის თანამედროვე ტექნიკით, ავეჯითა და ბიბლიოთეკით აღჭურვა უშუალოდ „CENN-მა" უზრუნველყო. ამ სერვისით სარგებლობის უფლება კონკურსის, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის," ფარგლებში დარეგისტრირებულ სკოლებს, ასევე, ქალაქის ყველა იმ მოსწავლესა და პედაგოგს ექნებათ, რომლებიც გარემოს დაცვით და ტურიზმის საკითხებში ინიციატივებს წარმოადგენენ.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები, არასამთავრობო და კერძო სექტორების, ასევე, კულტურისა და განათლების სფეროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„CENN-ის " იმერეთის კოორდინატორმა, მაია კეზევაძემ, „ეკო-ჰაბის" გასაღები სასახლის დირექტორს, გულნაზ ტუკვაძეს, ჩააბარა, აღნიშნული „ღია სივრცე" უზრუნველყოფს ყველასათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სტუმრებისათვის მცირე ღონისძიება მოსწავლეთა სასახლის შემოქმედებითმა კოლექტივებმა გამართეს. პრეზენტაციას ქუთაისის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბელებიც დაესწრნენ, როგორც „ნიკო კეცხოველის" პროექტის ყველაზე წარმატებული მონაწილენი და საკუთარი გამოცდილება აქაურ თანატოლებს გაუზიარეს.

შეხვედრაზე ოკრიბაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარებაზე მომზადებული პროექტის წარდგინებაც მოხდა.

DSCN2679 CENI 2 CENI 4

 

ნათია მურუსიძე

4 thoughts on “„ეკო ჰაბი" ტყიბულში

  1. I'm in a band http://porntubehub.online efukt Drafted in 1942, Dominick was the gunner on the two-man A-20 when it crashed in bad weather after returning from a bombing run against a Japanese airfield. Two other A-20s in the group hit the same mountain, killing six airmen in all. Of the four men in the other two planes, only the remains of one was recovered, according to the Pacificwrecks.com website, a database of World War II plane crash sites and MIA cases.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.