ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, მიერ ტყიბულის ბიუროში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა.
საკითხების ძირითადი ნაწილი სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმებისა და სხვა კერძო ხასიათის პრობლემებს შეეხებოდა. N2-ე საჯარო სკოლაში ჩაშლილ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით პედაგოგთა და მშობელთა ნაწილმა დეპუტატს შენობის შეცვლის პროცესების დაჩქარების თხოვნით მიმართა.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია