28870755_1915986118712471_4347720133028872192_n

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თეატრში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა(დირექტორი ლალი კუბლაშვილი) დედისა და ქალთა დღეებს კონცერტი, სახელწოდებით ,,სხვა პაემანი“, მიუძღვნა. ღონისძიების დაწყებამდე თეატრის ფოიეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულ პირთა ხელნაკეთების გამოფენა-დათვალიერება მოეწყო. 13  საბავშვო  ბაგა- ბაღის  მიერ წარმოდგენილი იყო დიდი   სიყვარულითა და რუდუნებით შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ  ავტორების მუზა  თავად ბაღის აღსარდელები არიან. ამიტომაც, გამოფენა, სახელწოდებით  ,,ჩემი  აღსაზრდელი ჩემი ნახელთურალის მუზა,“ გაიმართა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა.

აქ წარმოდგენილი იყო, როგორც კოლექტიური, ისე ინდივიდუალური ავტორობით კრეატიულად შექმნილი 100-მდე ნამუშევარი, მათ შორის ნახატები, ნაქარგები, სხვადასხვა თემაზე შექმნილი კომპოზიციები, აპლიკაციები, მრავალფეროვანი ხელნაკეთები და სხვა.

დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღვსავსე საზოგადოებამ თეატრის ფოიედან საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლა, სადაც მათ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საღამო ელოდებოდათ. ღონისძიება თეატრის მსახიობმა, ირაკლი კერესელიძემ, გიზო ნიშნიანიძის პროზიდან ამონარიდების მხატვრულად წაკითხვით გახსნა. მაყურებლის წინაშე  ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ ტყიბულელებისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადგილობრივი ანსამბლების ,,ოკრიბის“ მოცეკვავეები და ,,ცხრაჯვარის“ უფროსი და მოზარდი თაობები.

თეატრის დასის მსახიობებმა ნათია ხაბურზანიამ, ელენე ბოჭორიშვილმა, ირაკლი კერესელიძემ, კონსტანტინე კიკნაველიძემ და თორნიკე გოტიაშვილმა თემატური სიმღერებით, ლექსებით, ლიტერატურული კომპოზიციებით, ქორეოგრაფიული თუ იუმორისტული ნომრებით, ხალისიანი განწყობა შექმნეს მაყურებლით სავსე დარბაზში. მუსიკალურ ნომრებში ჩართულნი იყვნენ ასევე, აკომპანიატორები სპარტაკ ჭელიშვილი და მინდელი ჩივაძე. სოლო შემსრულებელმა, ხათუნა გაბელაშვილმა კი, გაზაფხულის დღესასწაულები სიმღერით, ,,იებით ხელში,“ მიულოცა მსმენელთ.

თეატრის სცენიდან შეკრებილ საზოგადოებას სიტვით მიესალმნენ მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე.  მათ მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, მერიისა და საკრებულოს სახელით გულთბილი სიტყვებით მიულოცეს ყველას დედისა და ქალთა დღეები. აღსანიშნავია, რომ მერიისაგან სადღესასწაულო თაიგულებით დასაჩუქრდნენ საგანგებოდ მოწვეული მრავალშვილიანი დედები.

,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულმა ქალბატონმა, ანრო ცირეკიძემ, მისთვის მეტად ძვირფასი ლექსების სტრიქონებით დიდი სიყვარულითა და გულწრფელობით მიულოცა სცენიდან მსმენელთ გაზაფხულის შემობრძანება.

ლამაზი საგაზაფხულო კოსტიუმებითა და ყველასათვის საყვარელ მელოდიებზე  დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიციებით განსაკუთრებული პოზიტიური და დადებითი მუხტი შემოიტანეს საბავშვო სასულიერო თეატრ-სტუდიის აღსაზრდელებმა. მათ ლოცვით ,,ღვთისმშობელო ქალწულო“, სანთლებით ხელში, დაასრულეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მარი ბაბუხადია

28795264_1915985708712512_5182283461766938624_n 28795785_1915982532046163_4895025118318690304_n 28795962_1915985188712564_7626638444722126848_n 28870259_1915983678712715_564225343959859200_n 28951382_1915984385379311_3401759981291175936_n 28951774_1915982542046162_2957723683587620864_n 28958344_1915983082046108_2633221720210669568_o (1) 29025522_1915982525379497_5591766103329079296_o