დასუფთავების აქცია უმწეოთა სასადილოს ეზოში

ნატო-საქართველოსთან თამშრომლობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად "ნატოს დღეები" იმართება. წელს უკვე მეთერთმეტედ, 16 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ამ ფორმატში, დედაქალაქსა თუ რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ტყიბულის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო ამ საყოველთაო კამპანიაში.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ჩართულობით ქუთაისის ქუჩაზე მდებარე უმწეოთა სასადილოს შენობის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო. დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და თავად ბენეფიციართა მონაწილეობით მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საყოფახცოვრებო ნარჩენების, ხავსისა და ბალახისაგან გაიწმინდა. ეზოს გარშემო არსებული სანიაღვრე არხი ნალექი ქანებისაგან გასუფთავდა. ჩამოიკაფა და გადაიბელა ხეების გამხმარი ნაწილები და ტოტები. ამ აქტივობით, როგორც ჯანმრთელობის სამსახურის განყოფილების უფროსმა, როლანდ კუპრაშვილმა, განაცხადა, ისინი „სუფთა ქალაქის“ იდეას გამოეხმაურნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი გარემოს დაცვის საქმეში.

აქციის მონაწილეები სამუშაო ხელთათმანებითა და პოლიეთილენის პარკებით ორგანიზაციამ, "საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ",  უზრუნველყო, ხოლო საჭირო იარაღებითა და ხელსაწყოებით - მუნიციპალიტეტის მერიის კომუნალურმა გაერთიანებამ.

DSCN3187 DSCN3191 DSCN3205 DSCN3227 DSCN3237

 

ნათია მურუსიძე

14 thoughts on “დასუფთავების აქცია უმწეოთა სასადილოს ეზოში

  1. Уведомление: cefdinir food
  2. Уведомление: fish ciprofloxacin
  3. Уведомление: bactrim pregnancy
  4. Уведомление: medication azithromycin
  5. Уведомление: azithromycin sale
  6. Уведомление: erythromycin oin
  7. Уведомление: celebrex going generic
  8. Уведомление: 1acquisitions
  9. Уведомление: 2insurgents
  10. Уведомление: sildenafil
  11. Уведомление: viagra
  12. Уведомление: revatio
  13. Уведомление: 3collects
  14. Уведомление: 2tincture

კომენტარები გამორთულია