001

დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი

        საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა.   ამ საზეიმო თარიღს, მთელ საქართველოსთან ერთად, ტყიბულის მუნიციპალიტეტი მთელი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა. 26 მაისს ტყიბულის თეატრის სცენაზე დღესასწაულის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა მსახიობს, სანდრო ბუცხრიკიძეს, მიჰყავდა. მასში ქალაქში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.

  ღონისძიებას მთავარ ფონად გასდევდა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიიდან მცირე ფრაგმენტები, რომლის ამსახველი ფოტო თუ ვიდეოკადრები სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გადიოდა. ქორეოგრაფიული ნომრები წარმოდგენილი ჰქონდათ ანსამბლებს: ,,ცხრაჯვარს’’,  ,,ბიჭებს’’,  ,,დავითიანს’’,  ,,ოკრიბას’’,  ,,სიჭაბუკეს’’ და ,,მანდილს’’.  პროგრამის ვოკალურ ნაწილში მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის გუნდი, ვაჟთა ანსამბლი, ასევე, ინდივიდუალური შემსრულებლები, ნათია გოქაძე და ხათუნა გაბელაშვილი, მონაწილეობდნენ. საზოგადოებას სიტყვით მიესალმა მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე. ,,ჩვენ შევეცადეთ, საერთო სახალხო ხმას ჩვენი მოკრძალებული ხმით შევერთებოდით’’, აღნიშნა მან და სრულიად საქართველოს  და, განსაკუთრებით, ტყიბულელებს 26 მაისის დღესასწაული მიულოცა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებიც დააჯილდოვა. ,,ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ხვალინდელი დღე არის ეს თაობა და ბედნიერებაა, რომ ქვეყანას ასეთი მოაზროვნე ახალგაზრდები ჰყავს’’, - ამ სიტყვებით მიმართა მან ყველაზე საუკეთესო ნაშრომების ავტორებს და სიგელებთან ერთად, ფულადი პრიზები გადასცა. I ადგილი N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლამუნა მიქაბერიძემ, დაიკავა, რომელმაც 100 ლარი მიიღო. II ადგილი პირველსკოლელმა, ანა კუბლაშვილმა და  მეხუთესკოლელმა, ქრისტინე მიქიაშვილმა გაიყვეს, III ადგილი კი ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეს - ლილე ლანჩავასა და გელათის საჯარო სკოლელ ანა მეგენეიშვილს ხვდათ წილად.

       წამყვანმა აუდიტორიას ჩვენი სახელოვანი წინაპრის, 1919 წ. დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, სოჩხეთელი,  შესახებაც უამბო, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. იგი 1965 წელს ემიგრაციაში ყოფნისას საფრანგეთში, ლევილში, გარდაიცვალა.

     26 მაისის ღონისძიება ეროვნული დროშების ფონზე თეატრის მსახიობების ინსცენირებული კომპოზიციით დასრულდა.

ნათია მურუსიძე

33664115_1957631797640286_7904269301148811264_o 33617124_1957631457640320_3374712557888602112_o 33614516_1957633330973466_5126613792188268544_o 33612905_1957632767640189_5794505438921752576_o 33579932_1957632927640173_1427568561353654272_o 33853156_1957633690973430_8152826093724762112_o 33773359_1957632994306833_2322949855363727360_o 33768757_1957633640973435_2826932295812775936_o 33747763_1957630594307073_9151952344244551680_o 33703113_1957633124306820_2583611502162345984_o