დაიცავით თქვენი სიცოცხლე, ჩაიტარეთ უფასო კვლევა!

დაავადებათა პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ დროულად გამოვლენას. ამ მიზნით სახელმწიფო ახორციელებს სხვადსხვა სამედიცინო პროგრამებს, რომელთა შორისაა ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“  სახელმწიფო პროგრამა. იგი მოიცავს:

1. ძუძუს კიბოს სკრინინგს - 40-70 წლის ასაკის ქალებში;

2 . საშვილოსნოს ყელის სკრინინგს - 25-60 წლის ასაკის ქალებში;

3. კოლორექტული კიბოს სკრინინგს - 50-70 წლის ასაკის ჩათვლით.

სკრინინგი ტარდება ქუთაისის ,,ონკოლოგიის ცენტრში“ (მისამართი ქუთაისი. ჯავახიშვილის ქუჩა N85). ონკოლოგიის ცენტრი უზრუნველჰყოფს დაინტერესებული პირების ტრანსპორტირებას (10 და მეტი პირი)

მსურველმა ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა პირებმა მოგვმართეთ  მისამართზე: ტყიბული,  კ.ლომაძის მოედანი N3, მერიის შენობა, მე-2 სართული. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. T: 551747000

 

ა.(ა).ი.პ. ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი“

კომენტარები გამორთულია