40253618_1888710544543158_5931771550024859648_n

დავით გოლოძე ქალაქის ჩემპიონია

  26 მარტს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა ქალაქის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, რომელიც ტყიბულის საჭადრაკო-საშაშო კლუბში გაიმართა და მას ორგანიზება  ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა“ გაუწია.  შეჯიბრი ვაჟთა შორის, წრიული სისტემით, მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ნორჩმა მოჭადრაკემ მიიღო. ექვსი ტურის ჩატარების შემდეგ შედეგები ასე გადანაწილდა: I ადგილზე, 4,5 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით, დავით გოლოძე გავიდა, II ადგილი 4,5 ქულით - ნიკოლოზ გამთენაძემ, ხოლო III - 4 ქულით, გიორგი ხორხომელიძემ, დაიკავეს.

საუკეთესო სამეული დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს კი, - სამახსოვრო დიპლომები გადაეცათ.

  ჩემპიონატი ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.

55875031_2367783889910170_7299202133918744576_n 56262443_130659321349250_5745425649334484992_n 56599840_130659348015914_5080260087063248896_o 56732767_130659268015922_2467096327981367296_n