58443321_450449062370206_7140251226859372544_n

გელათელ ძიუდოისტთა წარმატება

20 და 21 აპრილს, ქალაქ წყალტუბოში, ჩატარდა შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით შვიდი ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.  მასში მონაწილეობას ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ სოფელ გელათის 7 სპორტსმენი იღებდა. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩვენმა ძიუდოისტებმა ასეთი შედეგები აჩვენეს:

I ადგილზე, 27 კგ წონით კატეგორიაში, 2006-07 წ.წ. დაბადებულთა შორის, გიორგი ავალიანი გავიდა, II ადგილი - გიორგი მაწკეპლაძემ დაიკავა, ხოლო III - 42 კგ წონით კატეგორიაში, ლუკა გვეტაძეს ხვდა წილად. რაც შეეხება 2003-04 წელს დაბადებულ სპორტსმენებს, III საპრიზო ადგილები ლაშა მაწკეპლაძემ (50 კგ) და დავით ქლიბაძემ (73 კგ) მიიღეს.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ტურნირის ორგანიზატორებისაგან მედლები და დიპლომები გადაეცათ.

გუნდი შეჯიბრისათვის მწვრთნელებმა, დიმიტრი მარგველაშვილმა და ტრისტან ბასილაძემ, მოამზადეს.

57550579_134631857618663_5883462990535065600_n 57599617_134631907618658_1138962878074716160_n 58380232_134631804285335_287511660619366400_n 58949929_134637330951449_2796861679290286080_n