გელათის ქუჩაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტის, ელენე ლეშკაშელის სახელობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის, გასნა მეშახტეთა პროფესიულ დღესასწაულზე მოხდა.
საზეიმო ლენტი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, იმერეთის მხარის გუბერნატორის I მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან, ერთად გაჭრა. ოთხ ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე საჭირო, სრულიად ახალი, ინვენტარით აღიჭურვება.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “განახლებული N1 ბაგა-ბაღი სასწავლო წლის მოლოდინშია”
კომენტარები გამორთულია