DSCN2212fd

გამგებელმა ღვაწლმოსილი პედაგოგი, მურმან მურუსიძე, დააჯილდოვა

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მიღწევებისათვის სიგელითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრა ღვაწლმოსილი პედაგოგი მურმან მურუსიძე.

იგი ოთხ ათეულ წელზე მეტია, დიდი პასუხისმგებლობით ემსახურება, როგორც მომავალი თაობის აღზრდის, ასევე, ახალბედა პედაგოგების პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბების საქმეს. წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ის იყო ტყიბულის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტი, მთავარი სპეციალისტი თუ ხელმძღვანელი, რეორგანიზაციის შემდეგ - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერე კი  - უფროსი სპეციალისტი. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად. ნაყოფიერი მუშაობისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულია საპატიო სიგელით.

მურმან მურუსიძე სხვადასხვა წლებში ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას; ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგთა კავშირის რაიონულ ორგანიზაციას; თანამშრომლობდა და შემდგომში იყო ჟურნალ „განთიადის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. ასევე, არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამად მუშაობს სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.

დაჯილდოების ცერემონიალს გამგებლის I მოადგილე  შაალვა გაბრიაძე და  თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

DSCN2184bn DSCN2190qw