ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი ,,ტყიბული -2017," რომელსაც ტრადიციულად უკვე მეცხრე წელია, თეატრის ვერცხლის დარბაზი მასპინძლობს. ათამდე მუნიციპალიტეტიდან, ადგილობრივების ჩათვლით, 70-მდე მოჭადრაკემ იასპარეზა, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში თამაშობდნენ. წელს პირველად კონკურსგარეშე ფესტივალში მონაწილეობა დამწყებმა მოჭადრაკეებმა მიიღეს. ტურნირის დახურვის პროცესს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, პირველ მოადგილესთან, შალვა გაბრიაძესთან, ერთად ესწრებოდა. მათ გამარჯვებულებს პირადად გადასცეს მედლები, თასები და დიპლომები.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია