ბავშვთა რაგბის ფესტივალს ტყიბულმა უმასპინძლა

ტყიბულის ვლ. ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართელოს 2018 წლის ფესტივალი გაიმართა 2008-09-10-11 წლებში დაბადებულ აღსაზრდელთა შორის. მონაწილეობდა 21 გუნდი 210 სპორტსმენით. ფესტივალის მიზანია სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და პროპაგანდა რეგიონებში, ასევე, A და B ლიგის გუნდებისათვის პერსპექტიული მორაგბეების გამოვლენა და შერჩევა.

ღონისძიების ხელმძღვანლის, იოსებ დიაკონიძის, თქმით: „ტყიბულში რაგბის განვითარებას ადგილობრივი თვითმმართელობა განსაკუთრებულად უწყობს ხელს. სკოლას ყოფილი სსრკ-ს სამგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელი, ქუთაისის„ აიას“ უცვლელი კაპიტანი, როზბერტ ობოლაძე, უდგას სათავეში, რომელმაც უნარიანი მენეჯმენტით მოკლე დროში მოახერხა საფესტივალო ასაკის და მათ შორის, B ლიგის გუნდების ჩამოყალიბება.“

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გამარჯვებულებს არ ავლენს და სასაწავლო პროცესის ნაწილად ითვლება, ტყიბულელებმა ყველა თამაში მოიგეს. ტურნირის მონაწილე თითოეული მორაგბე, მასპინძელთა სახელით, სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა.

ნათია მურუსიძე

31950184_1503113933145122_1941189990746685440_n 31956079_1503113919811790_7251656175937126400_n 31957733_1503115576478291_9017146433358266368_n 31960376_1503113946478454_3973670052535730176_n 32072784_1503114986478350_6376165408050774016_n 32087299_1503116443144871_535985495901995008_n 32072776_1503121073144408_3442202059070242816_n

1 კომენტარი “ბავშვთა რაგბის ფესტივალს ტყიბულმა უმასპინძლა

  1. Уведомление: 1adjournment

კომენტარები გამორთულია