„ანა-ბანას“ გაზაფხული

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად — მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.  

ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი იმერეთის თასის მფლობელია

  ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი  2009  -2010 წწ. დაბადებულ მოსწავლე მოკრივეთა  შორის , 40 კგ.წონით კატეგორიაში, იმერეთის თასის პირველობის გამარჯვებულია.

ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის  ჩემპიონატის ლიდერია

  ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა- ტყიბულის ,,ორბი», რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია პრინციპულ ტურში  გამარჯვებით გაიმყარა.

„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

    დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად — დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ […]

95 წლის ტყიბულელი კოლორიტი

    „ღვაწლმოსილ პედაგოგს, საუკეთესო მუსიკოსსა და კომპოზიტორს, გამორჩეულ ადამიანს, კარგ ქართველსა და კარგ ტყიბულელს,“- ასეთი შინაარსის მადლობის სიგელი, 95-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ნოდარ ვახტანგაძეს, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სახელით, გადაეცა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა წელი ოქროთი დაიწყო

  ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ძიუდოისტი,- ილია სულამანიძე -100 კგ წონით კატეგორიაში, 6446 ქულით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. აღნიშნული მონაცემები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა ასახული. თუმცა, ამ წონით კატეგორიაში ქართველები წინა პოზიციას ინარჩუნებენ. ილია კვლავ წონითი კატეგორიის ლიდერია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატებს შორის, როგორც საქართველოში, ისე,- […]

„ტყიბულის ორბი“ წარმატებით ასპარეზობს

  საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ტყიბულის ორბის,“ „ა“ ლიგის სეზონის, მეორე და მესამე ტურს ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, გუნდს ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები ქომაგობდნენ.  

„ბევრი, ძალიან ბევრი შრომა აუცილებელი პირობაა წარმატებისათვის,“ - მარიამ კუბლაშვილი

  29 წლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, საინტერესო იდეებისა და პროექტების შემოქმედი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, ახლახან საერთაშორისო დონეზე, გერმანიის სახელით, ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. ეს ტყიბულელი მარიამ კუბლაშვილია, საგარეო პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი.