უფასო სამედიცინო აქცია საწირეში

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ადგილზე მიეცათ. ქუთაისის „კლინიკა ბომონდის“ მიერ განხორციელებული სამედიცინო აქცია სლოგანით - „ბომონდი შენი ჯანმრთელობისათვის,“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. რვა სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, 12 სხვადასვა პროფილის ექიმის მომსახურებით ესარგებლათ. ადმინისტრაციულ შენობაში კონსულტაციების მიღება შესაძლებელი იყო დერმატო-ვენოროლოგის, ოფთალმოლოგის, ექოსკოპისტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, უროლოგისა და ბავშვთა ქირურგის მიერ. ცალკეული დარგის სპეციალისტისაგან სამედიცინო მომსახურება სულ 200-მდე პაციენტმა მიიღო. როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ტიპის აქციები იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად ტარდება და მის მიზანს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. „კლინიკა ბომონდი“ ...

სრულად ნახვა

გიწვევთ ღონისძიებაზე „ქალი-ქალია“...

  9 მარტს, 18: 00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა სამსახური, გიწვევთ მუნიციპალიტეტის თეატრში გაზაფხულისა და ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - ,,ქალი-ქალია“. დასწრება თავისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

სრულად ნახვა

წერეთლის ქუჩის მოსახლეობისათვის წყარო განახლდა

წერეთლის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი წყარო, რომლითაც სისტემატურად 30 ოჯახი სარგებლობს, სრულად განახლდა. დასრულებული სამუშაოები კომუნალური გაერთიანების დირექტორმა, ავთანდილ გვენეტაძემ, მოინახულა. წყაროსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სამუშაოები კომუნალურმა გაერთიანებამ შეასრულა. აქ დამონტაჟდა მაგიდა და დასასვენებელი სკამები.  ბეტონის ფილებისაგან დაიგო მისასვლელი და აშენდა ჯებირი. მოსახლეობამ მადლიერება და კეთილგანწყობა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობისა და კომუნალური გაერთიანების ხელმძღვანელობისადმი. მარი ბაბუხადია https://youtu.be/2IBXmCIQdjw

სრულად ნახვა

ყოველკვირეული თათბირი მერიაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუმინიძე, უძღვებოდა.  შეხვედრას სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა თითოეული სამსახურის მიერ, გასული კვირის განმავლობაში, შესრულებული სამუშაოს ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მან ყველა გამომსვლელს გუნდური და ეფექტური მუშაობისაკენ მოუწოდა. ნათია მურუსიძე https://youtu.be/NNeTTKBKOw4

სრულად ნახვა

„ეთნოფორი“ გურნაში

  გურნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს, გურნასა და ბობოთს, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ეთნოფორის“ შემოქმედებითი ჯგუფი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების თანადგომით, უშუალო ჩართულობითა და მეგზურობით, სამუშაო ფორმატში ეწვია. რომლის ფარგლებშიც მან ბობოთელი უხუცესი ძმებისა და ასევე, გურნელი ეთნოფორების სატელევიზიო გადაღებასა და მათ მიერ შესრულებული ძველი ქართული ხალხური სიმღერების, ოკრიბული ვარიანტების ჩაწერას ორი დღე დაუთმო.   გარდა რეპერტუარისა, ჩვენი კუთხის ფოლკლორით დაინტერესებულმა სტუმრებმა ადგილობრივებისაგან შთამბეჭდავად მონათხრობი ისტორიები და ამბებიც მოისმინეს, რაც აქ დამკვიდრებულ ძველ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს უკავშირდებოდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

საპროტესტო აქცია ჩიხში შევიდა, გენერალური დირექტორი გადადგა

  გაფიცვის მეათე დღეს, გამგეობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მეშახტეებს თანადგომის ნიშნად სიტყვით მიმართეს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. მიტინგის მიმდინარეობამ მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში გადაინაცვლა. „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ, ბეჟან ბალავაძემ, შეკრებილთ განუცხადა, რომ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება მათ კომპეტენციას აღემატება. მან მაღაროელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაკენ მოუწოდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

მერიის ყოველკვირეული თათბირი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყოველკვირეულ თათბირს, ტრადიციულად აღმასრულებელი თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა.   შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და ა.(ა).ი.პ - ების დირექტორები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული სამსახურის მიერ გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, სხვადასხვა სფეროების შესაბამისად,  ქალაქსა თუ სოფელში დღეისათვის არსებული მდგომარეობის თაობაზე. მათ  მომავალი კვირის საქმიანობებიც განესაზღვრათ. ნათია მურუსიძე https://youtu.be/OI1lcQlGe9E

სრულად ნახვა

მინი-ფეხბურთში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

     ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აწყობს მინი-ფეხბურთში ტურნირს 2018 წლის პირველობაზე. თამაშებში მონაწილეობის მიიღება შეუძლიათ ტყიბულის  ადმინისტრაციული ერთეულების მცხოვრებლებს, 18 წლის ასაკიდან. შეჯიბრი ჩატარდება ჯგუფური სისტემით.      მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურში ა/ წლის 9 აგვისტოს, 12.00 საათამდე. კენჭისყრა გაიმართება იმავე დღეს 14.00 საათზე. განაცხადში ნებადართულია 10 ფეხბურთელის, 1 წარმომადგენლისა და 1 პასუხისმგებელი პირის შეყვანა, რომელსაც თან უნდა დაერთოს მონაწილეთა პირადობის მოწმობის ასლები.     თამაშები გაიმართება 2018 წლის 17 აგვისტოდან სოფელ საწირის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე.      I, II და III ...

სრულად ნახვა

საქალაქო პირველობა კალათბურთში

  ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა რომან კეთილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაკრებ გუნდებს შორის.   შეჯიბრი ტრადიციულად უკვე მეხუთე წელია, რაც ტარდება და მას ორგანიზებას ტყიბულის სპორტული ცენტრი უწევს. ამჯერად, ასპარეზობაში 2002-03 წლებში დაბადებული ჭაბუკები მონაწილეობდნენ ქალაქის N1, N4, N5, N6, N7, ასევე, კურსებისა და გელათის საჯარო სკოლებიდან. საქალაქო პირველობის მიზანია კალათბურთის პოპულარიზაცია და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ტურნირი ტარდება ფიბას საერთაშორისო წესებით, რომელსაც სპორტული ცენტრის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია ადევნებს თვალყურს. გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 15 ივნისს, ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელსაც  შეჯიბრის გარდამავალი თასი გადაეცემა. ნათია მურუსიძე     

სრულად ნახვა

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, ტყიბულში, პატივი მიაგეს

  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ამ დღეს ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულებისათვის, თავისუფლებისათვის, ბრძოლას 21 გულანთებული ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი, დაიჭრა და მოიწამლა.  გამორჩეული მამულიშვილების დაღვრილ სისხლსა და თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია. სიმბოლურია, რომ ზუსტად ორის წლის თავზე 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, სწორედ ამიტომ, ეს თარიღი ორი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველია.   ტყიბულში, ტრადიციულად 9 აპრილის სახელობის პარკში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა, უახლესი ისტორიის გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.  ,, ...

სრულად ნახვა

გარემოს დაცვის დღე

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქცია ჩატარდა. ამ დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ცალკეული ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ სამსახურების მიმდებარე ტერიტორიებისა და სკვერების დასუფთავება მოხდა.

სრულად ნახვა

„ტყიბულქალაქობა - 2015“ დასამახსოვრებელი ღონისძიებებით აღინიშნა

  24 ოქტომბერს ჩვენს მუნიციპალიტეტში ტყიბულქალაქობის დღესასწაული აღინიშნა. სახალხო ზეიმზე ინფრასტრუქტურული ობიექტების პრეზენტაცია მოეწყო. ამ დღეს ქალაქმა წარმომადგენლობით დელეგაციას ოკრიბული ლაზათით უმასპინძლა. აღნიშნულ დღესასწაულს ტყიბულის საზოგადოება ნოდარ ვახტანგაძის ვარსკვლავის გახსნით შეხვდა.   მუნიციპალურ თეატრში გამართული კონცერტის დასასრულს ხუთი საპატიო მოქალაქის დასახელება მოხდა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ახალსოფლისა და ხრესილის განახლებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა.(ა.)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ წარმომადგენლები, ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო, რომელიც აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო გადადებული.   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები საბავშვო ბაღებში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცვნენ, ადმინისტრაციასა და აღსაზრდელებს გაესაუბრნენ და მათ კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს.   ორივე საბავშვო ბაღში ჩატარებული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 ათას 540 ლარი გამოიყო. აქ მოეწყო სამზარეულო, სასაწყობო ოთახი და სველი წერტილები. ახალსოფლის ბაღში გარდა ამისა, საძინებელი და აქტოვობების ოთახიც განახლდა. ...

სრულად ნახვა

„ეკო ჰაბი ტყიბულში

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის „CENN -ის" ინიციატივით ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ეკო ჰაბის" პრეზენტაცია შედგა, რომელიც იქნება სამუშაო სივრცე გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა და ცოდნის გაზიარებისათვის, რომლის მიზანიცაა ეკოლოგიის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრა და ადამიანის კეთილდღეობისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.   „ეკო ჰაბის" დაარსების პარტნიორები ტყიბულის „საქნახშირის" ხელმძღვანელობა და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. სამუშაო ოთახის თანამედროვე ტექნიკით, ავეჯითა და ბიბლიოთეკით აღჭურვა უშუალოდ „CENN-მა" უზრუნველყო. ამ სერვისით სარგებლობის უფლება კონკურსის, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის," ფარგლებში დარეგისტრირებულ სკოლებს, ასევე, ქალაქის ყველა იმ მოსწავლესა და პედაგოგს ექნებათ, რომლებიც გარემოს დაცვით და ტურიზმის საკითხებში ინიციატივებს წარმოადგენენ. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობისა ...

სრულად ნახვა

რწმუნებულის თასის მფლობელი ბაღდათის მუნიციპალიტეტია

  ტყიბულის სპორტის სასახლეში გაიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშების ფინალი მინი-ფეხბურთში. აღნიშნულ მატჩში ერთმანეთს სამტრედიისა და ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. მონაწილეებს, სტუმრებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიესალმნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე.    საინტერესო და დაძაბულ ფინალურ თამაშში გამარჯვება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გუნდმა, ანგარიშით - 2:0, მოიპოვა და შესაბამისად, იგი სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა, რომელიც იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ, გადასცა. გარდა ამისა, სპეციალური პრიზებითა და ...

სრულად ნახვა

ანრო ცირეკიძე „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსის ხუთგზის გამარჯვებულია

  22 ივნისს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმცოდნეთა კონკურსში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა ასაკის 9 მონაწილე ჩაერთო, რომელსაც ექვსკაციანი ჟიური სცდიდა და აფასებდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან ამ გამოწვევაში ორი წარმომადგენელი იყო ჩართული, ორპირის თემიდან: ნათელა ლანჩავა და უკვე ხუთგზის გამარჯვებული, პედაგოგი, ტყიბულის საპატიო მოქალაქე, ანრო ცირეკიძე. მათ განსაკუთრებულ მხარდაჭერას, საკონკურსო ორი დღის განმავლობაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, უწევდათ. ანრო ცირეკიძემ ახალციხელ თეიმურაზ ხუციშვილთან ერთად პირველი ადგილი გაიყო. მათ კონკურსის ორგანიზატორებისაგან 900 - 900 ლარი გადაეცათ. ნანა რაზმაძე

სრულად ნახვა

ხალხური შემოქმედების საღამო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში კულტურის ობიექტების გაერთიანებამ ხალხური შემოქნედების საღამო გამართა. ფოლკლორული კოლექტივები შვიდი თემიდან იყო წარმოდგენილი - ორპირის, გურნის, საწირის, ძმუისის, გელათის, სოჩხეთისა და ცუცხვათის სასოფლო კლუბები. ყველა თაობის შემსრულებლები, როგორც პატარები ისე ხანდაზმულები, ძველ ხალხურ ნიმუშებს აცოცხლებდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ნათია მურუსიძე https://youtu.be/fdecZDFslXs

სრულად ნახვა

საწირეში ღია სპორტული მოედანი გაიხსნა

  საწირის თემის სოფელ საწირეში თანამედროვე ტიპის გარე სპორტული მოედნის გახსნის ცერემონიამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სრული დაფინანსებით განხორციელდა. მარი ბაბუხადია  

სრულად ნახვა

გამოფენა ღია სივრცეში

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე თაღებიან სივრცეში, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.  50-მდე აღსაზრდელმა პლანერზე მუშაობისას ნახშირით, აკვარელით, გუაშითა და ფანქრით ქალაქის თემატიკაზე ეტიუდები შეასრულა. მათ ხედები და არქიტექტურული ობიექტები, ინდივიდუალური ხედვით, გადაიტანეს ფურცელზე. აღსანიშნავია, რომ სკოლა სისტემატიურად აწყობს ახალ-ახალი ნამუშევრების დამთვალიერებელთათვის ჩვენებას. თუმცა, ასეთი ღია ტიპის გამოფენები ფართო აუდიტორiაზეა გათვლილი, სადაც თვალსაჩინოდაა გამოკვეთილი სამხატვრო სკოლის მრავალმხრივი ჟანრული მიმართულება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, სკოლის დირექტორთან, მირზა ჭელიშვილთან ერთaდ, ადევნებდნენ თვალყურს შემოქმედებით პროცესს.   ნათია მურუსიძე ...

სრულად ნახვა

„მეშახტის“ სტადიონისა და დაზიანებული ხიდის აღდგენა მიმდინარეობს

  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მისასვლელი დაზიანებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.    ხელმძღვანელმა პირებმა, ამავე დღეს, საფეხბურთო კლუბის, „მეშახტის,“ საწვრთნელი ბაზა მოინახულეს, რომლის რეკონსტრუქციაზე, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 72 ათას 645 ლარი დაიხარჯება. ე.წ. „ძველი სტადიონი“ ექსპლუატაციაში მაისის ბოლოსთვის შევა და „მეშახტე“ საშინაო მატჩებს აქ გამართავს. მარი ბაბუხადია  

სრულად ნახვა

„ტყიბულის“ ახალი ნომერი გთავაზობთ

  მეგობრებო, გამოვიდა აღდგენილი, ისტორიული, ექვსგვრდიანი, ფერადი, ილუსტრირებული, მაღალპოლიგრაფიული გაზეთის „ტყიბულის“ ოცდამეხუთე ნომერი. გთავაზობთ სრულ ელექტრონულ PDF ვერსიას.   (იხილეთ გაზეთის ელექტრონული ვერსია). ათწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე თქვენს წინაშე წარდგა გაცოცხლებული და განახლებული, ჭარმაგი, იუბილარი (10 სექტემბერს მას დაარსებიდან 85 წელი უსრულდება) გაზეთი, რომელსაც დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი „ტყიბული“, და რომელიც არ უღალატებს სანიმუშო ტრადიციებს, უანგარო სამსახურს გაუწევს მის ერთგულ მკითხველს, გახდება თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე.. აღწერს და ასახავს იმ დროს, რომელსაც თაობები ქმნიან და თაობები ალამაზებენ და რაც მთავარია, იტყვის მართალ, უშიშარ სიტყვას, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს...  რამეთუ ამ წუთისოფელში სუფთა ფურცლის გარდა ...

სრულად ნახვა

„გურნის ცოლიკაურის“ კიდევ ერთი წარმატება

  13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა, რომელიც საქართველოს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მცირე და საშუალო ოჯახური მარნები, მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი კომპანიები, რომლებმაც ფესტივალის მონაწილეებს 2016 წლის მოსავლის ღვინო წარმოუდგინეს.   კოოპერატივი „გურნელების მარანი“ ბაზარზე უკვე აქტიურადაა წარმოდგენილი. შესარჩევი სადეგუსტაციო ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, 2017 წლის მაისში, თბილისში, „ახალი ღვინის ფესტივალზე,“ „გურნის ცოლიკაური“ გამოირჩა. ეს უკვე ტრადიციაა. კომპანია თავის ერთგულ და პოტენციურ მომხმარებლებს სთავაზობს „გურნის ცოლიკაურს”, როგორც ჩამოსასხმელი, ...

სრულად ნახვა

„აგვისტოს გმირების“ საფლავები ყვავილებით შეამკეს

  2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან დაღუპული გმირების, ფრიდონ ბრეგაძისა და ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელების უკვდავსაყოფად ღონისძიებები მოეწყო, რომლებიც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილებისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით სოფლებში ბუეთსა და ძიროვანში გაიმართა. მონაწილეებმა პატრიოტული ლექსებით, სიმღერებითა და ომის ეპიზოდების გახსენებით პატივი მიაგეს ბრძოლის ველზე დაცემულთა ხსოვნას.   მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომში დაღუპულთა ორივე ოჯახს, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებულებით, ფულადი დახმარება 500-500 ლარის ოდენობით გადაეცათ. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

8 თებერვალს დავით აღმაშენებლის საფლავი ცოცხალი ყვავილებით შეამკეს

  8 თებერვალი, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე, იმერეთში განსაკუთრებულად იზეიმეს. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას გელათის სამონასტრო კომპლექსში ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გვირგვინოსანი მეფის საფლავს პატივი მიაგეს და იგი ყვავილებით შეამკეს.   ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა დღის მანძილზე დაგეგმილ სხვა ოფიციალურ ღონისძიებებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

N1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია იწყება

  მომავალ სასწავლო წელს ტყიბულის N1 ბაგა-ბაღი სრულიად ახალი შენობით შეხვდება. პროექტის ღირებულება 700 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.აღნიშნული უწყების რამდენიმეკაციანი სამუშაო ჯგუფი, მონიტორინგის მიზნით, ტყიბულს ეწვია და ავარიული შენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელობასთან ერთად, დაათვალიერა.   ისტორიული ნაგებობის სრული რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყება და რამდენიმე თვეში ევროპული სტანდარტების მქონე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მოემსახურება პატარებს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ტყიბულში შუალედურ არჩევნებში რომან მაწკეპლაძემ გაიმარჯვა

  ცეესკოს წინასწარი მონაცემებით, 19 მაისს, ტყიბულში,  საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, 4 უბანზე მიღებული ხმებით, სულ დარეგისტრირებული 13 სუბიექტიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, რომან მაწკეპლაძემ, გაიმარჯვა. მან ხმების 63,23% (884 ხმა) მიიღო; დავით ლომიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ - 28, 68% (401 ხმა), ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ავთანდილ ბრეგაძემ და მერაბ ყიფიანმა „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“ ხმების თანაბარი რაოდენობა 3,36% (47 ხმა) მიიღეს.   ტყიბულის ქვედა ზონის N7, N8, N34 და N36 უბნებზე სულ დარეგისტრირებული 3563 მოქალაქიდან საკუთარი არჩევანი 1420-მა გააკეთა.

სრულად ნახვა

თეატრალური საღამო ქალბატონებისათვის

  მუნიციპალიტეტის თეატრმა დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიუძღვნა. თეატრალიზებულ შემოქმედებით საღამოზე პოეზიის ნიმუშების, მუსიკალური კომპოზიციების, ვოკალური და იუმორისტული ნომრების გემოვნებიანი ნაზავი, თემატური დეკორაციების ფონზე, მონაწილეებმა შთამბეჭდავად მიაწოდეს მაყურებელს და ნამდვილი საგაზაფხულო ზეიმი მოუწყვეს მათ.   კონცერტი გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით განხორციელდა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ალექსანდრე ბასილაიასადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო

  შემოქმედებითი კავშირის „გარასა“ და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანაორგანიზებით ჩვენს ქალაქში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას, 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თეატრის სცენამ უმასპინძლა. პროექტი სახელწოდებით - „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც. შემოსული თანხა ალექსანდრე ბასილაიას ოჯახს გადაეცემა, ქართულ კულტურაში შეტანილი უდიდესი ღვაწლისათვის, ასევე, ნაწილი თანხა მოხმარდება ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე, მშენებარე მისი სახელობის სკვერის კეთილმოწყობას.   კონცერტი, რომელიც ტყიბულელი მაყურებლისათვის დაიგეგმა ცნობილმა შემსრულებელმა და კომპოზიტორმა, დავით ევგენიძემ, პოპულარულ ბენდთან, ლევან კემულარიას „ჯაზ-კვინტეტთან,“ ერთად გამართა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ილია სულამანიძე ევროპის თასის გათამაშების პრიზიორია

  20-21 მაისს, პოლონეთში, ქალაქ ბიელსკო ბიალაში, გაიმართა ევროპის თასის გათამაშება ჭაბუკთა შორის ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრები 18 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. შვიდ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობის შედეგად ქართველმა ჭაბუკებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტყიბულელი ძიუდოისტი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ილია სულამანიძე, იღებდა მონაწილეობას. იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მთლიანობაში კი, ევროპის თასზე ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 4 - ოქრო, 2 - ვერცხლი და 5 - ბრინჯაო დაისაკუთრა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ტყიბულის მოსახლეობის საყურადღებოდ!

  ქართული ეკონომიკის აღორძინება და ამერიკის მთავრობის გრანტები საქართველოს ! ამერიკის პროგრამა საქართვლოს განვითარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Zeiter- „ქვემო-ქართლი“ ჩამოყალიბდა 2018 წლის 20 თებერვალს ,რომელმაც დადო კონტრაქტი ამერიკულ ორგანიზაცია “IMTD”(INSTITUTE FOR MULTI-TRACK DIPLOMACY)-ისთან.ორგანიზაციის მიზანია საგრანტო განაცხადების მიღება საქართველოს მასშტაბით,დარგების და მიმართულებების მიხედვით კონტრაქტის საფუძველზე.განაცხადების მიღების შემდეგ შედგება ერთი მთლიანი დარგობრივი პროექტი მაგ: (მეფუტკრეობა,მესაქონლეობა,ტურიზმი და ა.შ.) რომლის წარდგენაც მოხდება დონორებთან,მოწონების და დაინეტერესების შემთხვევაში დაფინანსდება ზემოთ აღნიშნული განაცხადები(შემდგომში პროექტები). ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „Zeiter-ქვემო-ქართლი “-თან ერთად ახორციელებს პროგრამას,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს გაძლიერებას. პროგრამის ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის,განათლების,სპორტისა და კულტურის განვითარებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება,შენახვა-გადამუშავება და ...

სრულად ნახვა

ყველაზე დიდი ჯილდო _ ხალხის სიყვარულია

  ლილი ექიმო, გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილეს... იშვიათია ადამიანი, რომელსაც თავისი პროფესიული მოღვაწეობით ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა დაეთესოს ხალხში, როგორიც _ თქვენ! ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება ოჯახი, რომელთა შვილებისათვის რაიმე სამედიცინო რჩევა ან დახმარება არ გაგეწიოთ დამსახურებულ პედიატრს! ვინ მოთვლის, ქალბატონო ლილი, რამდენ პატარას შეუნარჩუნეთ სიცოცხლე?! მიუხედავად ასაკისა თქვენი ცოდნა და გამოცდილება დღესაც სჭირდება ჩვენი ქალაქის მედიცინას. იყო კარგი მეუღლე, დედა, ბებია და იმავდროულად ასეთი პროფესიონალი, ეს რჩეულთა ხვედრია. იმ უამრავ ჯილდოთა და წოდებათა ჩამონათვალს შორის, რომლებიც მიღებული გაქვთ, ყველაზე დიდი და ღირებული _ ეს ხალხის ...

სრულად ნახვა

სოციალური მომსახურების სააგენტომ ორი ოჯახი დაასაჩუქრა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრმა, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინიციატივით „გადაუდებელი რეაგირების ბავშვიანი ოჯახების კრიზისულ პროგრამით“ გათვალისწინებული საჩუქრები გადასცა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

გიწვევთ სწრაფი ცურვის შეჯიბრში

  ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნასთან დაკავშირებით 5 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 16:00 საათზე ეწყობა შეჯიბრება სწრაფ ცურვაში, რომელსაც ტყიბულის ახლადგახსნილი საცურაო აუზი უმასპინძლებს. აღნიშნულ ასპარეზობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 12 წლიდან 16 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს და 16 წლის ზევით ნებისმიერ მსურველს.   გამარჯვებული სამეული, თითო ასაკობრივი კატეგორიიდან, ადგილობრივი გამგეობისაგან სიმბოლური ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. ღონისძიებას ორგანიზებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური გაუწევს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

სრულად ნახვა

შოთიკო ბარაბაძის მონატრება

  ჩვენო საყვარელო შოთიკო, ჩვენო მოურჩენელო ტკივილო, როგორ უცებ გაილია ტკივილიანი ერთი წელიწადი. თითქოს გუშინ იყო ის ავბედითი დღე – 3 აგვისტო. შენი ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი მთელ ტყიბულს მოედო. ოჯახში ხომ იმედის სანთლად იყავი დანთებული, ახლა კი მარადიული ხსოვნის სანთელი ხარ. ამ ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ყველას სითბოს და სიყვარულს გვინაწილებდი, ამიტომ გყავდა დიდი სამეგობრო. ადამიანებთან ურთიერთობის საოცარი უნარი გქონდა, კარგი, უღალატო მეგობრობა იცოდი. შენს ირგვლივ ყველაფერი მშვენიერი, ლამაზი და ამაღლებული იყო, რადგან თავად ქმნიდი ამ ხალისიან და იმედიან განწყობას. ამბობენ, მიწიერი ცხოვრებით როდი მთავრდება ყოველივე. სიკვდილი, ხომ მხოლოდ გადასვლაა სრულყოფილ ცხოვრებაში. აი, ...

სრულად ნახვა

აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სიწმინდის მოლოცვა ტყიბულელებსაც შეეძლებათ

  2017-18 წლებში საქართელოში საეკლესიო ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საიუბილეო თარიღებსა და უკანასკნელი 40 წლის მანძილზე სულიერი ცხოვრების აღორძიენებას ეძღვნება აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების მოგზაურობა სრულიად საქართველოში.   2 ივნისიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხატები, ერთი კვირის განმავლობაში, იქნებიან დაბრძანებული და საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ღვთსმსახურება ყოველდღიურად ჩატარდება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წირვის შემდეგ საღამოს, 18:30 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, გაიმართება კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები.

სრულად ნახვა

სახალხო ზეიმი დედაღვთისას მონასტრის ეზოში

  „მურყანვაზობა“ ამ სახელწოდებით გაიმართა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე დედაღვთისას მონასტრის ეზოში საერთო სახალხო ზეიმი. მურყანი - რთხმელაზე შემოხვეული მრავალსაუკუნოვანი ვაზია, სწორედ აქედან წარმოიშვა სახალხო ზეიმის იდეა, რომელიც გულისხმობს საბარძიმე ღვინის დამზადებისათვის ყურძნის დაწურვასა და სხვა კულტურულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების გაცოცხლებას.   მურყანვაზობისათვის საჭირო ყურძენი დედაღვთისას საბრძანებელს საჩუქრად ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, გადასცა, რომლის ინიციატივითაც გაიმართა აღნიშნული ღონისძიება.   სახალხო ზეიმი მონასტრისკენ მიმავალი გზიდან დაიწყო, საიდანაც ყურძენი კარიბჭესთან აკიდოებითა და ყვავილებით მორთული ხარ-ურმებით მიიტანეს. მსვლელობაში ადგილობრივები, მოსწავლე-ახალგაზრდები, მრევლი და მგალობელთა გუნდი იყვნენ ჩართულნი.   დღესასწაული დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით. ...

სრულად ნახვა

ლევან ბაბუხადია იმერეთის ჩემპიონია!

  მიმდინარე წლის 19-28 თებერვალს, ქ. ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბ „მაიაში,“ ჩატარდა იმერეთის ჩემპიონატი 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობდა ტყიბულელი ლევან ბაბუხადია. ლევანმა 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით (!) დაიკავა I ადგილი და აბსოლუტური შედეგით გახდა იმერეთის ჩემპიონი. ნანა რაზმაძე

სრულად ნახვა

ქართული ესტრადის „ვარსკვლავები“ ტყიბულში

20-25 წლიანი პაუზის შემდეგ ტყიბულს ლეგენდარული ქართველი მომღერლების ჯგუფი ეწვია. ანსამბლების, „ივერიისა“ და „75-ის“ წარმომადგენლებთან ერთად ყველა თაობისათვის საყვარელი ესტრადის „ვარსკვლავები“ საქველმოქმედო მიზნით გაერთიანდნენ და  იმერეთის რეგიონში უჩა კორძაიას მხარდამჭერ კამპანიას ახორციელებენ.

სრულად ნახვა

დეპუტატის ქველმოქმედება თორმეტსულიანი ოჯახისათვის

  ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ, სოფელ ჯვარისაში მცხოვრები გიორგაძეების, თორმეტსულიანი, შეჭირვებული ოჯახი, სადღესასწაულოდ საკვები პროდუქტების მარაგითა და პირადი მოხმარების ნივთებით დაასაჩუქრა, რომელიც მათ მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, 8 მარტს, შინ პირადად მიუტანეს. მარი ბაბუხადია  

სრულად ნახვა

მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში N7 სკოლამ გაიმარჯვა

  მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური შეხვედრების ფარგლებში შეჯიბრი გაიმართა, რომელსაც სპორტის სასახლემ უმასპინძლა.    აქტივობაში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის N1, N4, N6, N7 და სოფლების: გელათის, ახალსოფლის, ცუცხვათის, ორპირისა და სოჩხეთის საჯარო სკოლების 13 გუნდი, 4 - გოგონების, ხოლო 9 - ვაჟების შემადგენლობით.   გამარჯვება, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში,  N7 საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს. საპრიზო ადგილებზე კი, - შემდეგი სკოლის გუნდები გავიდნენ: ვაჟებში: II ადგილი - ცუცხვათის საჯარო სკოლა, III - N6 საჯარო სკოლა. გოგონებში: II - ორპირის საჯარო სკოლა, III - ახალსოფლის საჯარო სკოლა.   შემდეგი შეხვედრა მხიარულ სტარტებში გაიმართება.   მუნიციპალურ ...

სრულად ნახვა

ვლად გაბრიაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

  სამბოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 2001-2002 წ.წ. დაბადებულთა შორის, ტყიბულელმა სპორტსმენმა, ვლად გაბრიაძემ (მწვრთნელი — შალვა ბიბილაშვილი) მძიმე წონაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ილია სულამანიძის სადებიუტო გრანდ სლემი ბრინჯაოს მედლით

  18-20 თებერვალს თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე ტყიბულელი ილია სულამანიძე საქართველოს ძიუდოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა და ჯილდოების ჩამონათვალს ბრინჯაოს მედალი შემატა. ქართველები ისრაელში 16 კაციანი შემადგენლობით (13 — კაცი, 3 — ქალი) გაემგზავრნენ, სადაც 60 ქვეყნის 422 წარმამადგენელს შორის იასპარეზეს. ტურნირი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ჩვენი ძიუდოისტებისათვის, რადგან გასულ წელთან შედარებით, როცა თელ ავივიდან მხოლოდ […]

ტყიბულში კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელმა იკლო

   მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაავადების მაჩვენებელმა იკლო,

882 - კოვიდინფიცირებული, 717 კი - გამოჯანმრთელებული პირი ტყიბულში

  საყოველთაო პანდემიის რეჟიმში მყოფი ჩვენი ქვეყნის ინფიცირების მაჩვენებელი დღევანდელი განახლებული მონაცემებით 3064 კოვიდდადებით შემთხვევას აღრიცხავს,

საქართველოს ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში

  საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე, ელვისებურ ჭადრაკში, 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის, 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით პირველიბა არავის დაუთმო და ერთპიროვნულად გამარჯვება მოიპოვა ტყიბულელმა მოჭადრაკემ, დავით ცქიფურიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ტყიბულში

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სტატისტიკა ბოლო ორი კვირის განმავლობაში (წინა ორი კვირის მაჩვენებლებთან შედარებით) თითქმის 120 ერთეულითაა შემცირებული,