სამთვიანი სასწავლო კურსი - სახელმწიფო დაფინანსებით

  ტყიბულში, სრულიად უფასოდ (სახელმწიფო დაფინანსებით), გეძლევათ შესაძლებლობა, მიიღოთ პროფესიული განათლება (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ, ტექსტში).     დაიწყო რეგისტრაცია პროფესიული მომზადება-გადამზადების უფასო სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც დავით აღმაშენებლის აკადემია ახორციელებს 5 მიმართულებით:   1. კომპიუტერული ქსელები და სისტემები   2. ინფორმაციული ტექნოლოგიები   3. დიზაინი(სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი)   4. ტუროპერატორი   5. ფარმაცევტის თანაშემწე.   მსურველები დარეგისტრირდით www.worknet.ge-ზე.   ვაუჩერის მისაღებად მიმართეთ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონულ ცენტრს.   თქვენ გეძლევათ საშუალება, უმოკლეს დროში გაიაროთ სწავლების კურსი და დასაქმდეთ სპეციალობის მიხედვით.   იჩქარეთ, რეგისტრაცია სრულდება 15 სექტემბერს!

სრულად ნახვა

საკალათბურთო ფესტივალზე ტყიბულის ნაკრები პრიზიორი გახდა

  ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ტყიბულის სპორტის სასახლეში, სულიკო თორთლაძის სახელობის თასზე, იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალის ნახევარფინალური და ფინალური თამაშები, სადაც ერთმანეთს ქუთაისის, ხონის, საჩხერისა და ტყიბულის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. III საპრიზო ადგილი, ანგარიშით 67 : 65, ტყიბულის სპორტული ცენტრის კალათბურთელებმა დაიკავეს. ჩემპიონი ქუთაისის ნაკრები გახდა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა, II ადგილზე კი, ხონის სპორტსმენები გავიდნენ. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

მკითხველთა საყურადღებოდ!

  ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგი (შალამბერიძის), ლოცვა-კურთხევით, 17 წლიანი შესვენების შემდეგ, აღდგა და გამოვიდა საეკლესიო გაზეთი „ცხრაჯვარი.“    „მშვიდობა თქვენდა!“ - მაცხოვრის ამ სიტყვებით ესალმება იგი მორწმუნე საზოგადოებას.  „ - მართლმადიდებლური სულისკვეთება გახდა საფუძველი, სულიერი საზრდო მივაწოდოთ მკითხველს, დედა-ეკლესიამ კი გზა უნდა გაგვინათოს ჭეშმარიტების შეცნობისაკენ“ _ ვკითხულობთ შესავალ ნაწილში...    რეადაქცია  ეპარქიის ღირსეულ წინამძღოლს, მეუფე გიორგის, ანგელოზის დღეს ულოცავს და სარწმუნოებაში, გაბრწყინებული ჯვრით ხელში, ერისა და ბერის გაერთიანებას უსურვებს მას!   რუბრიკაში, „ოკრიბის სიწმიდეები,“ ქუთაისის ცენტრალური აქრივის დირექტორი, მერაბ კეზევაძე, საინტერესო მასალას გვაწვდის ბუეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ისტორიიდან. ასევე, გაზეთი ეხმაურება ...

სრულად ნახვა

9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნა

  ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი ტყიბულში, ტრადიციისამებრ, მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის, ძეგლთან საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.   ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის შვიდმა მონაწილემ, ადგილობრივი მთავრობისაგან, ფულადი საჩუქარი, - 100-100 ლარის ოდენობით, ტკბილეულით დატვირთულ სასაჩუქრე კალათასთან და მისალოც ბარათთან ერთად, მიიღო. თითოეულს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით სახელმწიფოსაგან 600-600 ლარი გადაეცა, რომელიც მათ საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ, შალვა გაბრიაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა, შინ მიუტანეს. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

უკრაინული ფოლკლორის საღამო ხელოვნების სკოლაში

  ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ ინიციატივით, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, უკრაინულ-ფოლკლორული ანსამბლის, „კრინიცას,“ შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ვოკალური ანსამბლი, რომელსაც ოცდახუთწლიანი ისტორია აქვს, პირველად ესტუმრა საქართველოს და ჩვენს პატარა ქალაქს. ხალხმრავალი კოლექტივის ქართული საგასტროლო ტურნე ექვსკაციანი შემადგენლობით შემოიფარგლა, რომელმაც, ნაციონალურ სამოსში, ჩვენს მსმენელს, უკრაინული და ბელორუსიული ხალხური შემოქმედების ნიმუშების პარალელურად, ქართული ფოლკლორის რამდენიმე „მარგალიტიც“ შესთავაზა. ტყიბულელი აუდიტორია ემოციითა და აღფრთოვანებით შეხვდა მრავალხმიან, პოლიფონიურ ჟღერადობას, რომელთან ერთად წარმოდგენილი იყო უკრაინული რომანსებიც. კონცერტის მსვლელობისას ხელოვნების სკოლის ხალხური განყოფილების მოსწავლეებმა, საკრავების თანხლებით, სტუმრებს ქართული ფოლკლორული მელოდიებიც გააცვნეს. გარდა ამისა, სკოლის ქორეოგრაფიული კლასის ...

სრულად ნახვა

საახალწლო გალა კონცერტი თეატრში

  ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით საახალწლო გალა კონცერტი გაიმართა. ორსაათიანი პროგრამა მრავალფეროვანი 25-მდე ნომრით იყო დატვირთული.    სადღესასწაულო ღონისძიებაზე მაყურებელს საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ახალი ნომრები წარმოუდგინეს.   კონცერტი მსახიობებს: თიკო ნემსაძესა და  თორნიკე ბარამიძეს მიჰყავდათ.   საზეიმოდ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წელი სცენიდან მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მიულოცა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ისე როგორც გასულ წლებში დაჯილდოვდნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები და წარმატებული მწვრთნელები, ასევე კულტურის ობიექტების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა და კომუნალური გაერთიანებების 2019 წლის წარმატებული თანამშრომლები.   საახალწლო კონცერტში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და შემსრულებლები.    მაყურებელს ...

სრულად ნახვა

სპექტაკლის პრემიერა ტყიბულის თეატრში

კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურ თეატრში ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის, ,,პრინცესა ცერცვის მარცვალზე,“ მოტივებზე აგებული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. როგორც მოწვეულმა რეჟისორმა, ეკატერინე სირაძემ, აღნიშნა, ეს წარმოდგენა მან პირველად ტყიბულის თეატრის სცენაზე დადგა და ადგილობრივი მაყურებლისათვის გააცოცხლა ყველასათვის საყვარელი ცნობილი ზღაპრის გმირები და საინტერესო ამბავი სამეფო ოჯახსა და პრინცზე, რომელიც ეძებს ნამდვილ პრინცესას. მოწვეულმა და ადგილობრივმა  მსახიობებმა: მარინა ბრეგაძემ, თინათინ ნემსაძემ, ნათია ხაბურზანიამ, მარიამ გვენეტაძემ, ნიკოლოზ დონაძემ, გიორგი ქართველიშვილმა და თორნიკე გოტიაშვილმა მაყურებელს განსაკუთრებული მხიარული განწყობა შეუქმნეს და ისინი ამოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში.  ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის მსახიობები თინათინ ნემსაძე და  გიორგი ...

სრულად ნახვა

გამგებლის სამუშაო ერთი დღე

  ტყიბულში ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით სამი თანამედროვე ტიპის მოსაცდელი განთავსდა. გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ისინი ადგილზე მისვლით დაათვალიერეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 9 300 ლარის ფარგლებში განხორციელდა. შესრულებული სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „სპეცმშენი 6-მა“ აწარმოა.   აღნიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი მოინახულეს. ისინი სიძველის გამო საფრთხის შემცველია და მათი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ადგილობრივი მცხოვრებლები მადლიერებასა და კეთილგანწყობას გამოხატავენ ამ სიახლის გამო. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ტყიბულში ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართა

  ტყიბულის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, თანამედროვე ახალგაზრდა მომღერლების სალომე ბაკურაძის, თიკა მახალდიანის, ოთო ნემსაძისა და ჯგუფის „ფრანის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომლის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, ოთარ აბესაძე იყო.   სტუმრადმყოფმა მუსიკოსებმა მაყურებელს დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საღამო აჩუქეს.   მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

უკრაინელთა დასახმარებლად

  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.  ,,იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებმა, გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ პრემიერის ინიციატივას და ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარონ მოძმე უკრაინას და ამას კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.  ჩვენ მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინის არაერთ ქალაქთან, ალბათ, გახსოვთ რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი ოდესაში მერის მიწვევით, ასევე ხერსონში გუბერნატორის მიწვევით, იმერეთის მუნიციპალიტეტებსაც არაერთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავთ უკრაინაში და შესაბამისად ჩვენი დახმარების სურვილი ბუნებრივიცაა.  აქვე მინდა მივმართო იმერეთში მომუშავე კერძო სექტორს, თუ ვინმეს ექნება სურვილი მათაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.  როგორც იცით, ...

სრულად ნახვა

გეგმიური სხდომა საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. მას დეპუტატებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე, თანამომხსენებლები და ადმისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის სატყეო სამსახურის, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“, ,,ენერგო პრო ჯორჯიას“, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები.   სხდომის დაწყებამდე შეკრებილებმა, სოხუმის დაცემიდან 26-წლისთავთან დაკავშირებით, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.    დღის წესრიგით წამოდგენილი ორი განკარგულების პროექტიდან პირველი შეეხებოდა საკრებულოს აპარატის უფროსის ანგარიშს 2019 წლის განვლილ პერიოდში ამავე აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. მეორე ...

სრულად ნახვა

მოსახლეობის საყურადღებოდ!

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომითა და მხარდაჭერით, 2017 წლის 26 ივლისს, 17:00 საათზე, ტყიბულის საცურაო აუზზე, აწყობს შეჯიბრს სწრაფ ცურვაში. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაცია დაიწყება 16:00 საათიდან. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.    გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

სრულად ნახვა

გიწვევთ ინტელექტუალურ თამაშში, „რა? სად? როდის?“ მონაწილეობის მისაღებად

  ქალაქ ტყიბულში, 11 აგვისტოს, თეატრის ვერცხლის დარბაზში, 12:00 საათზე, (რეგისტრაცია 11სთ. 30წთ) გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ “თითოეულ გუნდში მოაზროვნეთა მინიმალური რაოდენობაა - 3, ხოლო მაქსიმალური - 5).   მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია (მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა). თამაშის მიმდინარეობისას დაისმება 36 კითხვა.   I ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური თასითა და ფულადი პრიზით - 150 ლარით, II - ადგილის მფლობელი კი - 100 ლარით.   პროექტის მხარდამჭერი და დამფინანსებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.   მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე 595 95 85 ...

სრულად ნახვა

„ტყიბულის“ ახალი ნომერი გთავაზობთ

  მეგობრებო, გამოვიდა აღდგენილი, ისტორიული, რვაგვერდიანი, ფერადი, ილუსტრირებული, მაღალპოლიგრაფიული გაზეთის „ტყიბულის“ მეოცე ნომერი. გთავაზობთ სრულ ელექტრონულ PDF ვერსიას.   (იხილეთ გაზეთის ელექტრონული ვერსია). ათწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე თქვენს წინაშე წარდგა გაცოცხლებული და განახლებული, ჭარმაგი, იუბილარი (10 სექტემბერს მას დაარსებიდან 85 წელი უსრულდება) გაზეთი, რომელსაც დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი „ტყიბული“, და რომელიც არ უღალატებს სანიმუშო ტრადიციებს, უანგარო სამსახურს გაუწევს მის ერთგულ მკითხველს, გახდება თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე.. აღწერს და ასახავს იმ დროს, რომელსაც თაობები ქმნიან და თაობები ალამაზებენ და რაც მთავარია, იტყვის მართალ, უშიშარ სიტყვას, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს...  რამეთუ ამ წუთისოფელში სუფთა ფურცლის გარდა ...

სრულად ნახვა

თათბირი გამგეობაში

  გამგეობაში ორშაბათის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელიც გამგებლის მოადგილეს, შალვა გაბრიაძეს მიჰყავდა. სხდომაზე სამსახურების უფროსებმა და ა.(ა).ი.პ - ების დირექტორებმა ერთი კვირის მანძილზე შესრულებული სამუშაოები შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

ხვალიდან ინსპექტირების ჯგუფი საქნახშირის პრობლემებს შეისწავლის

  გაფიცულ მეშახტეებთან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კახაბერ კოჟორიძე, ჩამოვიდა. მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში სამმხრივი შეხვედრა შედგა, რომელსაც მეშახტეებთან ერთად ესწრებოდნენ: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი. კახაბერ კოჟორიძემ აღნიშნა, რომ „საქნახშირის“ საკითხებს ინსპექტირების ჯგუფი შეისწავლის და არსებობს რესურსი ამ პრობლემების მოგვარებისა. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით ეტლები გადაეცათ.   აღნიშნული აქტივობა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.   სტანდარტული ტიპის ეტლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13-მა ბენეფიციარმა მიიღო. მათი გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე და ამავე, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   აღსანიშნავია, რომ ...

სრულად ნახვა

საკრებულოს დეპუტატებმა სხდომაზე 7 საკითხს უყარეს კენჭი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას თავმჯდომარე - თამაზ კუბლაშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგის თანახმად განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, მნიშვნელოვანი იყო ზამთრის სეზონისათვის სამზადისი. სხდომაზე პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაც დაამტკიცეს. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

თათბირი მერიაში

ყოველკვირეულ თათბირს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. მას საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ასევე,  მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა თათბირის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დაღუპულ მეშახტეთა ხსოვნას. სამსახურებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სფეროების მიხედვით წარმოადგინეს ინფორმაციები შესრულებული სამუშაოებისა და ასევე დაგეგმილი პროექტების, ღონისძიებებისა და აქტივობების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მერმა თავისი შეხედულებები, მოსაზრებები და მითითებები გამოთქვა. მარი ბაბუხადია https://youtu.be/6fAvvquweD4

სრულად ნახვა

,,ნორჩი მეშახტე“ გამარჯვებულია

    ტყიბულის სპორტის სასახლეში ჭაბუკთა შორის მინი ფეხბურთში ორდღიანი შეჯიბრი გაიმართა.   ტურნირი „მეშახტის“ სახელოვანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, დავით გვენეტაძისა და ამირან არსენიძის, ხსოვნას მიეძღვნა. სპორტულ აქტივობაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა: „ნორჩი მეშახტე“ (ტყიბული), „საფეხბურთო სკოლა“ (ტყიბული), „თერჯოლა,“ „ვანი,“ „მართვე“ (ქუთაისი), „ქუთაისი.“ აღსანიშნავია, რომ „ნორჩმა მეშახტემ“ შეჯიბრების ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. მან ფინალში „ვანი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშეები: მეკარე - ავთო მეფარიშვილი („ვანი“), მცველი - გიორგი თედორაძე („მართვე“), ნახევარმცველი - ანრი ლაფერაძე („ნორჩი მეშახტე“), ტექნიკური ფეხბურთელი - ნიკოლოზ ფანჩულიძე („თერჯოლა“), გულშემატკივართა რჩეული - ...

სრულად ნახვა

ტყიბული-მუხურის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

  ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელ 11 კმ-იან გზის მონაკვეთზე მიმოსვლა აღდგენილია.    აქ განხორციელებული და მიმდინარე თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, პირადად დაათვალიერა და უხვთოვლიანობით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.    რამდენიმედღიანი თოვის შედეგად ნალექის საფარმა აღნიშნულ გზაზე ერთ მეტრს, ხოლო სოფელში, ნახევარ მეტრს გადააჭარბა, მუხურის მთაზე კი, საფარმა 1,5 მეტრს მიაღწია.    სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ არსენაშვილის, თქმით თოვლის დადებისთანავე, აქ, შესაბამისი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. გუშინ კი, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის გაწმენდას სოფლისა და კომუნალური გაერთიანების სათანადო ტექნიკით ასრულებდნენ. ღონისძიება  მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. მოძრაობა 20 თებერვლის 22 საათიდან აღდგა და ის ...

სრულად ნახვა

თათბირი გამგეობაში

  ორშაბათის ტრადიციულ თათბირს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე უძღვებოდა, რომელმაც სამუშაო შეხვედრა თვის ბოლოს დაგეგმილი ტყიბულქალაქობის დღესასწაულის სამზადისზე მსჯელობით დაიწყო.   სხდომას სამსახურის უფროსები და ა.(ა).ი.პ - ების დირექტორები ესწრებოდნენ. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

მეშახტეთა დღეს მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე, ტრადიციულად, ყოველწლიურად აგვისტოს თვეში აღინიშნება. ძველად ტყიბული გაუვალ, დაბურულ ტყის გულში მდებარე პატარა სოფელი იყო. ცნობილია, რომ აქ ქვანახშირი 1825 წელს აღმოაჩინეს, მისი ექსპლუატაცია კი, 1846 წლიდან დაიწყო. მეშახტის გმირული პროფესია მას შემდეგ თაობიდან თაობას გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ, საუკუნენახევრის წინ აღმოჩენილმა წიაღისეულმა მისცა დასაბამი ტყიბულის, როგორც ქალაქის დაარსებას და შემდეგ ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ძლიერ სამრეწველო ქალაქად გადააქცია. ეს დღე ამჯერად მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალთან მოკრძალებულად აღინიშნა. საგულისხმოა, რომ მემორიალი, ორი წლის, უკან ქვანახშირის მრეწველობის დარგში მოღვაწე და გარდაცვლილ მეშახტეთა ხსოვნის პატივსაცემად და უშუალოდ ამ პროფსიისადმი მოწიწებისა ...

სრულად ნახვა

ჭიათურელ მოსწავლეთა კონცერტი მუნიციპალურ თეატრში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ შემოქმედ მოსწავლეთა კონცერტს თეატრში უმასპინძლა. ღონისძიებაში ჭიათურის კულტურის ცენტრის სასწავლო-საგანმანათლებლო დეპარტამენტის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო და ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის  ქორეოგრაფიული სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი. კონცერტის პარალელურად თეატრის ფოიეში მოწყობილი იყო ჭიათურის ნ. ფიროსმანის  სახელობის სამხატვრო სკოლა „ნიკალას“ მოსწავლეთა ფერწერული ნამუშევრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა 26 მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული, ვოკალური და მუსიკალური ნომრით იყო წარმოდგენილი. საღამო ჭიათურის კულტურის ცენტრის წარმომადგენელს, ნონა თუთარაშვილს, მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მასში  ასევე, პედაგოგები და სასწავლო-საგანმანათლებლო დეპატრამენტის, ხელმძღვანელი, თამარ ქადიძე, მონაწილეობდნენ.   მსმენლისათვის შესრულებული იყო, როგორც ქართველი, ...

სრულად ნახვა

მოსახლეობის საყურადღებოდ!

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება" გაცნობებთ, რომ 2016 წლის 1 და 2 მაისს (კვირა - ორშაბათი) ტყიბულის ყველა მომუშავე სამარშრუტო ტრანსპორტი ქალაქის მოსახლეობას მოემსახურება უფასოდ.   წინასწარ გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

სრულად ნახვა

საკონსულტაციო შეხვედრა ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში რეგიონულმა ჰაბმა იმერეთის მხარეში- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა  შეხვედრა გამართეს. ის მიზნად ისახავდა ორგანიზაციებისათვის კონსულტაციის გაწევას მართვის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, მათთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ძირითადი პრინციპების გაცნობას. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის  (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების  (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) პარტნიორობით. შეხვედრას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. გარდა კონსულტაციისა  გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ ორგანიზაციებს გააჩნიათ და ...

სრულად ნახვა

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ცუცხვათიდან დაიწყო

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ, საარჩევნო კამპანია ცუცხვათის მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა და განაცხადა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, იგი ყველა პროგრესულ იდეასა და ინიციატივას მხარს დაუჭერს.   მან შეკრებილთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ჩიხლაძე წარუდგინა. ცუცხვათის მოსახლეობამ სოფლის სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე ღიად ისაუბრა და სამთავრობო გუნდის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებისაგან  მხარდაჭერისა და თანადგომის პირობაც მიიღო. ნანა რაზმაძე https://youtu.be/2rDkcu--JXk    

სრულად ნახვა

„ტყიბულქალაქობაზე“ ხუთი საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა

  სახალხო დღესასწაულის - „ტყიბულქალაქობა - 2022-ის“ აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები, რომლებსაც ეს ღირსეული წოდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიენიჭათ.  დაჯილდოების ცერემონიაზე საპატიო მოქალაქეებს დიპლომები, სიმბოლურ ჯილდოებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, სტუმრებთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გივი მიქანაძესთან, ერთად გადასცეს.    საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ხუთ ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ტყიბულელს:  მერაბ ჭელიშვილი - დაიბადა 1959 წელს ქალაქ ტყიბულში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1986-91 ...

სრულად ნახვა

იმერეთის რწმუნებული საჩხეურის სკოლას ესტუმრა

  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ახალი სასწავლო წლის დაწყება წყალტუბოს მაღალმთიან სოფელ საჩხეურის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა. მცირე კონტიგენტიან სკოლაში 5 ბავშვი სწავლობს. III, V, VII, VIII და IX კლასი თითო ბავშვით არის წარმოდგენილი. წინა წელს აღნიშნულ სკოლაში 2 მოსწავლე ჰყავდათ რეგისტრირებული.   საჩხეურის საჯარო სკოლა 1947 წელს აშენდა და არსებობის პერიოდში რეაბილიტაცია საჭიროებისამებრ ეტაპობრივად ჩაუტარდა.   2019 წელს იმერეთის რეგიონში 184 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. https://youtu.be/gxWpykomClk

სრულად ნახვა

დასუფთავების აქცია უმწეოთა სასადილოს ეზოში

ნატო-საქართველოსთან თამშრომლობის შესახებ, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად "ნატოს დღეები" იმართება. წელს უკვე მეთერთმეტედ, 16 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ამ ფორმატში, დედაქალაქსა თუ რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ტყიბულის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო ამ საყოველთაო კამპანიაში. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ჩართულობით ქუთაისის ქუჩაზე მდებარე უმწეოთა სასადილოს შენობის ეზოში დასუფთავების აქცია მოეწყო. დაწესებულების მომსახურე პერსონალისა და თავად ბენეფიციართა მონაწილეობით მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა საყოფახცოვრებო ნარჩენების, ხავსისა და ბალახისაგან გაიწმინდა. ეზოს გარშემო არსებული სანიაღვრე არხი ნალექი ქანებისაგან გასუფთავდა. ჩამოიკაფა და გადაიბელა ხეების გამხმარი ნაწილები და ტოტები. ამ აქტივობით, როგორც ჯანმრთელობის სამსახურის განყოფილების უფროსმა, ...

სრულად ნახვა

,,PIN-ი ახალ სოციალურ პროექტს გამგეობასთან ერთად განახორციელებს

  ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) ახორციელებს  პროექტს „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში.“ მიმდინარე წლის 11 მარტს ტყიბულის გამგეობაში ჩატარდა შეხვედრა.  „PIN-ის“ წარმომადგენელმა გამგებელს, ბატონ რობიზონ გვენეტაძეს, გამგებლის მოადგილეებს, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ.   პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის,  ერთობლივი ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება, სოციალური ჩართულობის საკითხზე 2017-2018 წ.წ. სტრატეგიების შემუშავება და ოთხ მუნიციპალიტეტში (ტყიბული, ხონი, ზუგდიდი, გორი) არასამთავრობო ორგანიზაციებთან (TDDF) ერთად „PIN-ის“ ...

სრულად ნახვა

მდინარე ,,ტყიბულას” კალაპოტის დასუფთავება მიმდინარეობს

  მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტში ხე-მცენარეების მოჭრისა და გადაბელვით სამუშაოებს კომუნალური გაერთიანება აწარმოებს. მიღებული მერქნის აღრიცხვა-დასაწყობების შემდეგ მისი სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე განაწილება მოხდება. ამ დროისათვის სათბობი შეშით 20-მდე ოჯახის განცხადებაა დაკმაყოფილებული და უახლოეს მომავალში კიდევ 25 იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული გამხმარი და დაავადებული ხე-მცენარეები საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის, მდინარის წყლის ჩახერგვის, ხიდების გამტარუუნარობისა და ამის შედეგად მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის თვალსაზრისით. მრავალწლიანი ხეების მოჭრა და დეკორატიული – გადაბელვითი სამუშაოები გამგეობის შესაბამისი კომისიის მიერ წინასწარი დათვალიერებით, შესწავლითა და კონტროლით ხორციელდება. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

პეტრე ჩაიკოვსკის საღამო ხელოვნების სკოლაში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საკონცერტო პროგრამა, გარდა მუსიკალური ნომრებისა, ცნობილი რუსი კომპოზიტორის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებსა და ცხოვრებისეულ ეპიზოდებს მოიცავდა. ღონისძიებას კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ნათია მურუსიძე https://youtu.be/tWO0zRk1-mw  

სრულად ნახვა

სააღდგომო საჩუქრები უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს

  უმწეოთა სასადილოს 100 ბენეფიციარმა გამგეობისაგან წინასააღდგომოდ სადღესასწაულო ძღვენი მიიღო, რომელიც მათ გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა და ამავე უწყების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

სტიქიით მიყენებულ ზარალს კომისია ითვლის

  30 ნოემბერს, ამოვარდნილი ძლიერი ქარიშხლის შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტს 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა. დაზიანდა 30-მდე მრავალბინიანი და 20-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. ასევე, – ადმინისტრაციული ერთეულების შენობა-ნაგებობებიც. სპეციალური კომისია შემოსული ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას ამჟამადაც განაგრძობს, რაც, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობას გაზრდის. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მყისიერად მოხდა რეაგირება. აღწერილ იქნა საჭირო მასალების ოდენობა, რაც ზამთრის პირას მყოფ მოსახლეობას ქარიშხლით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ესაჭიროება. გადაუდებელი დახმარება გაეწია სოჩხეთში გელა ცნობილაძის ხუთსულიან ოჯახს, რომელიც საცხოვრებლის გარეშე, ღია ცის ქვეშ, დარჩა. კოლონებზე მდგარი შუშაბანდიანი ხის სახლი სტიქიური ...

სრულად ნახვა

გაზეთი ტყიბული იუბილარია

გამოვიდა იუბილარი გაზეთის  "ტყიბულის" N13 ნომერი,  რომელსაც  დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა. მასში გაეცნობით ჩვენი ქალაქის ახალ ამბებს და წაიკითხავთ ბიოგრაფიებსა და პოლიტიკურ სლოგანებს  ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ. გამოცემის  PDF ვერსიას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

სრულად ნახვა

ლაშა კლდიაშვილი : „ეკონომიკურად ძლიერი თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები ერთიან საქართველოში“

    თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებულ N50-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, 15 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტრირებული. აქედან, 13 პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 2 - საინიციატივო ჯგუფიდანაა წარმოდგენილი.   საზოგადოებაში დიდი ინტერესია, იცნობდნენ დეპუტატობის კანდიდატებს. შევეცადეთ, მოგვეპოვებინა მათ შესახებ ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური რეკლამის ფარგლებში ვთავაზობთ ჩვენს მკითხველს.  ფასიანი პოლიტიკური რეკლამა პარტიული ნომერი 3 ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“    ლაშა კლდიაშვილი დაიბადა 1973 წლის 27 ივლისს. 1990 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის N1 საშუალო სკოლა, მედალზე. 1990-95 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით ...

სრულად ნახვა

სასკოლო სპორტულმა ოლიმპიადამ სტარტი აიღო

  ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელშიც 2 000 - ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლაა ჩართული. პროექტი სპორტის რვა სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მისი მიზანი მოზარდ თაობაში ჯანსაღი სხოვრების წესის პროპაგანდაა.   ოლიმპიადა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, N1 საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირით გაიხსნა. ნათია მურუსიძე

სრულად ნახვა

ტყიბულში ტურისტული სალაშქრო სეზონი იხსნება

  საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შედგა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე და ასევე ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.   22 დან 25 აპრილის ჩათვლით, კურორტის, „საწირის“, მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ახალსოფლის წყალსაცავის სანაპიროზე, სალაშქრო სეზონის გახსნა შედგება. აღნიშნულ სხდომაზე დეტალურად განიხილეს დაგეგმილ ღონისძიებასთან და წინამოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. მარი ბაბუხადია

სრულად ნახვა

„ტყიბულის“ რედაქცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

  მეგობრებო, გამოვიდა აღდგენილი, ისტორიული, რვაგვერდიანი, ფერადი, ილუსტრირებული, მაღალპოლიგრაფიული გაზეთის „ტყიბულის“ მეთვრამეტე ნომერი. გთავაზობთ სრულ ელექტრონულ PDF ვერსიას.   (იხილეთ გაზეთის ელექტრონული ვერსია). ათწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს უკვე თქვენს წინაშე წარდგა გაცოცხლებული და განახლებული, ჭარმაგი, იუბილარი (10 სექტემბერს მას დაარსებიდან 85 წელი უსრულდება) გაზეთი, რომელსაც დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი „ტყიბული“, და რომელიც არ უღალატებს სანიმუშო ტრადიციებს, უანგარო სამსახურს გაუწევს მის ერთგულ მკითხველს, გახდება თითოეული თქვენთაგანის საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლე.. აღწერს და ასახავს იმ დროს, რომელსაც თაობები ქმნიან და თაობები ალამაზებენ და რაც მთავარია, იტყვის მართალ, უშიშარ სიტყვას, რომელიც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანს...  რამეთუ ამ ...

სრულად ნახვა

„ანა-ბანას“ გაზაფხული

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა გაერთიანება ვოკალურმა ჯგუფმა, „ანა-ბანამ,“ საგაზაფხულო ღონისძიება გამართა ქალბატონებისათვის. მარტის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის, დედისა და ქალთა დღესასწაულების, აღნიშვნა საოცრად ფერად — მყუდრო სალონურ გარემოში მოხდა. გვირილებით “მოჩითულ” დეკორაციას მოზარდების თემატური „კოსტიუმები“ საოცრად ეხამებოდა და ახალისებდა.  

ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი იმერეთის თასის მფლობელია

  ტყიბულელი  თომა მიქიაშვილი  2009  -2010 წწ. დაბადებულ მოსწავლე მოკრივეთა  შორის , 40 კგ.წონით კატეგორიაში, იმერეთის თასის პირველობის გამარჯვებულია.

ტყიბულის ,,ორბი” კვლავ ,,ა"ლიგის  ჩემპიონატის ლიდერია

  ჩვენი ქალაქის საკალათბურთო გუნდმა- ტყიბულის ,,ორბი», რომელიც ჩემპიონობისათვის იბრძვის, მიმდინარე სეზონში ლიდერის პოზიცია პრინციპულ ტურში  გამარჯვებით გაიმყარა.

„დედა-შვილობა“ - კონცერტი ხელოვნების სკოლაში

    დედის დღეს, საუკეთესო ემოციური ფონის შესაქმნელად, ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში, კონცერტი გაიმართა. მისი მთავარი გმირები სკოლის მოსწავლეები, დედებთან ერთად, იყვნენ. საოცრად ლამაზი და თბილი, პოზიტიური მუხტით სავსე ღონისძიება საესტრადო, საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებების მიერ იყო მომზადებული. წამყვანებიც კი თემატურად — დედა-შვილი, ხატია გოგელაშვილი და სესილი სოფრომაძე, იყვნენ. შესრულდა ქართველ […]

95 წლის ტყიბულელი კოლორიტი

    „ღვაწლმოსილ პედაგოგს, საუკეთესო მუსიკოსსა და კომპოზიტორს, გამორჩეულ ადამიანს, კარგ ქართველსა და კარგ ტყიბულელს,“- ასეთი შინაარსის მადლობის სიგელი, 95-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ნოდარ ვახტანგაძეს, „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ სახელით, გადაეცა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა წელი ოქროთი დაიწყო

  ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საამაყო ძიუდოისტი,- ილია სულამანიძე -100 კგ წონით კატეგორიაში, 6446 ქულით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. აღნიშნული მონაცემები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF-მ), პარიზის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა, სადაც რამდენიმე ცვლილებაა ასახული. თუმცა, ამ წონით კატეგორიაში ქართველები წინა პოზიციას ინარჩუნებენ. ილია კვლავ წონითი კატეგორიის ლიდერია ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების კანდიდატებს შორის, როგორც საქართველოში, ისე,- […]

„ტყიბულის ორბი“ წარმატებით ასპარეზობს

  საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ „ტყიბულის ორბის,“ „ა“ ლიგის სეზონის, მეორე და მესამე ტურს ტყიბულის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, სადაც, სხვა გულშემატკივრებთან ერთად, გუნდს ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლები ქომაგობდნენ.  

„ბევრი, ძალიან ბევრი შრომა აუცილებელი პირობაა წარმატებისათვის,“ - მარიამ კუბლაშვილი

  29 წლის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, საინტერესო იდეებისა და პროექტების შემოქმედი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს, ახლახან საერთაშორისო დონეზე, გერმანიის სახელით, ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. ეს ტყიბულელი მარიამ კუბლაშვილია, საგარეო პოლიტიკის მეცნიერებების მაგისტრი.